ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა
15-04-2021, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რათა დააკისროს საფასური რუსეთს მისი მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების ქმედებებისთვის აშშ-ის სუვერენიტეტისა და ინტერესების წინააღმდეგ.

 

 

„ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის სურს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ნეგატიური ტრაექტორია. თუმცა ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და საფასურს დავაკისრებთ რუსეთის მთავრობას ქმედებებისთვის, რომლებიც ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

 

ბაიდენის განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს აძევებს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.

 

 

ამასთან, სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის.

 


ასევე, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.

 


გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია კომპანია „სოლარვინდის“ წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აკისრებს.

 

 

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან პარტნიორობით, სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვს ყირიმში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციასა და რეპრესიებთან.

 

 

სანქციების დაწესება აშშ-რუსეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

 


სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ „მტკიცედ იმოქმედებს“ თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

 


ბაიდენმა ასევე, პუტინთან „მესამე ქვეყანაში“ შეხვედრის წინადადება წამოაყენა, რაც საშუალებას მისცემს ლიდერებს მონახონ ის სფეროები, სადაც ერთობლივად იმუშავებენ.

 


უფრო ადრე, სატელევიზიო ინტერვიუში, ბაიდენმა პუტინს „მკვლელი“ უწოდა. შეკითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი „მკვლელია“, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის „ასე ფიქრობს“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი