ექსპერტი გია აბაშიძე: შარლ მიშელის ბოლო შემოთავაზებამ კიდევ უფრო დაქსაქსა „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას ჩამოშლილი პარტია ისეთ ეროზიაშია, რომ სუპერგამძლე 'ლატკებიც' ვეღარ უშველის
19-04-2021, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამდენი პოლიტიკური ახალი ამბების ნიაღვარში, ჩემეულად მოკლედ აგიხსნით თუ რა ხდება:

 


შარლ მიშელის ბოლო შემოთავაზებამ კიდევ უფრო დაქსაქსა "ნაციონალური მოძრაობა". ბოკერიას ჩამოშლილი პარტია ისეთ ეროზიაშია, რომ სუპერგამძლე 'ლატკებიც' ვეღარ უშველის. პრაგმატულად მოაზროვნე ოპოზიციური პატარა პარტიები ხვდებიან, რომ პარლამენტში შეუსვლელობითა და მიშას 'დუდუკზე' უაზრო როკვით, ვერაფერს მიაღწევენ.

 


სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე [ხანდახან ზოგისთვის მწარედ აღსაქმელი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელი], მმართველი გუნდი, იმის მიუხედავად, რომ დანიელსონის ხელმოწერილ დოკუმენტს ჩაენაცვლა მიშელის ახალი დოკუმენტი, მზადაა ამასაც მოაწეროს ხელი და გააქროს ამაზე შეკითხვები.

 


პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დადგა და გამოხატა მზადყოფნა, რომ მიიღოს ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება - შეიწყალოს გიორგი [ჟორიკა] რურუა თუ ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.

 


სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი [1 პოლიტიკური სუბიექტი, რომლის დაშლა გაგრძელდება] და მშრალზე დარჩენილი ბოკერია კვლავ ჯიუტად უარზე არიან, მელიაც საკუთარი სურვილით რჩება საპატიმროში.

 

 

მაღალი ალბათობით კი, დასავლეთი ნაწილობრივ [მიშას ხუშტურების გამო] შემდგარ შეთანხმებას აღიარებს და მორჩება ეს მრავალთვიანი უსაგნო დავა შესვლა-არშესვლაზე.

 


ვინ ვის შეუსრულა, თავად განსაჯეთ...

 

 

გია აბაშიძე,

 

ექსპერტი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი