ვასილ მაღლაფერიძე: მაგარი ყოფილა აცრა, გონებას გინათებს
21-04-2021, 08:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„მაგარი ყოფილა აცრა, გონებას გინათებს. თავად ნემსი აფერია, დაგარჭობენ და ვერც იგრძნობ, მაგრამ რასაც ვუყურე, ექიმებს და ექთნებს იმფერი ჯოჯოხეთური შრომა ადგათ, იმის იქით რომ არ შეიძლება. გაუჩერებლად მუშაობენ და პასუხობენ, პასუხობენ, პასუხობენ ერთი და იგივე შეკითხვებს, თან რაღაც ქაღალდები უნდა შეავსონ, თან წონასწორობა არ უნდა დაკარგონ და შეცდომა არ უნდა დაუშვან.

 

 

პაციენტების კონვეირი კი არ მთავრდება და ესენიც გაუჩერებლად მუშაობენ, მუშაობენ, მუშაობენ. ამის ერთი დღე გაძლებასაც რკინის ნერვები და ჯანმრთელობა სჭირდება, არადა ეს კაი დედმამიშვილებიც ხომ ბოლო ბოლო ადამიანები არიან. დღის ბოლო იყო და რასაც ვუყურე, იმას დაღლა და დაქანცვა არ ჰქვია და მაინც მუშაობდნენ, როგორც ფრონტზე. არ ვიცი, სამედიცინო პერსონალს ტაში უნდა დავუკრათ, თუ შუშხუნები უნდა ავუნთოთ, მარა, ექიმების და ექთნების შრომას რაღაც სხვანაირი პატივისცემა და დაფასება სჭირდება.

 

P.S. და მასწავლებლების შრომასაც.


ვასილ მაღლაფერიძე,

 

პუბლიცისტი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი