პროფესორი ედიშერ გვენეტაძე: იქ, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი ელოდება მშიშარა შეშლილის და ქვეყნის გამყიდველის ჩამოსვლას... იქ, სადაც 56 ათასი კაცი ხმას აძლევს დაბოლილ სუბიექტებს... იქ, სადაც პატრიარქს სექტანტები გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებენ...
22-04-2021, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორადაც გნებავთ ისე გამკილეთ, მაგრამ უნდა ვთქვა!

 

განვლილმა 30 წელმა გვიჩვენა, რომ ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით მზად და ღირსიც გვქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო!

 

რატომ?

 

იქ სადაც 56 ათასი კაცი ხმას აძლევს დაბოლილ და ნარკომანიის მქადაგებელ გაურკვეველ სუბიექტებს!

 

იქ სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი ელოდება მშიშარა შეშლილის და ქვეყნის გამყიდველის ჩამოსვლას!

 

იქ სადაც ახალგაზრდობის გარკვეულად მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს არა დაკარგული ტერიტორიების, არამედ ნარკოტიკების თავისუფლებაზე და ამისათვის მრავალრიცხოვან მიტინგებს ატარებს!

 

იქ სადაც მთავარ საკანონმდებლო ორგანოზე შეტევის ლიდერებს და მონაწილეებს პოლიტპატიმრებად აცხადებენ!

 

და ტელევიზიებით ხდება ამის პროპაგანდა!

 

იქ სადაც ტელევიზიებით გამოყეყეჩებულ ადამიანებს ილია და ბუღაძე ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისაგან!

 

იქ სადაც ყოფილი კორუმპირებული რაიკომის მდივნის მამის შვილი არავის არ აურჩევია, მაგრამ ისეა გათავხედებული, რომ ჯიუტად მაინც ლამობს პარლამენტში შესვლას!

 


იქ სადაც კანონიერ პარლამენტსა და პრეზიდენტზე ზარბაზნებით შეტევის მიმტანი მთავარ ოპოზიციურ ძალას პირველ ხუთეულში უზის და ამ გახრწნილ ძალას მაინც 500 ათასი კაცი აძლევს ხმას!

 

იქ სადაც კრიმინალი, რომელსაც ასობით ადამიანი ჰყავს დახოცილი და მას ე.წ. პოლიტიკოსკრიმინალები უწოდებენ პოლიტპატიმარს!

 

იქ სადაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამიზნულად არღვევს კანონს და გამიზნულად სურს ქვეყანაში არეულობა!

 

იქ სადაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, რაც შეიძლება მალე დატოვოს სამშობლო!

 

იქ სადაც ტელესტუდიაში ქვეყნის ოპოპოლიტელიტა ტაშით ხვდება სამშობლოს მიწების გაყიდვაში ეჭვმიტანილებს!

 

იქ სადაც პოლიტელიტა ვერ ახერხებს ერთმანეთთან დალაპარაკებას ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამისათვის კაცი ჩამოდის ქვეყნიერების დასალიერიდან და არაერთხელ!

 

იქ სადაც 100-150 კაცი ქვეყნის დაქცევას ჯაჭვ-ბოქლომებით ცდილობს და ეს დემოკრატიად ცხადდება!

 

იქ სადაც მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალიის მქონე ეკლესიის მეთაურს სექტანტები გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებენ და ამას ერი, ბერი და მრევლი ატარებს...

 

არის კი იმ ქვეყნის მცხოვრებნი ღირსი .....

 


ედიშერ გვენეტაძე,


ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი