ისრაელმა ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც არაბებმა სინაგოგებს, ბიზნეს ობიექტებსა და ავტომანქანებს ცეცხლი წაუკიდეს
12-05-2021, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცენტრალურ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თელ-ავივის სიახლოვეს მდებარე ამ ქალაქში ისრაელელმა არაბებმა ბუნტი წამოიწყეს, რომელიც სრულმასშტაბიან არეულობებში გადაიზარდა.

 


BBC-ის ცნობით, ლოდში პროტესტანტებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა ასევე, სინაგოგებს და რამდენიმე ბიზნესობიექტს. ბოლო ცნობებით, შეხლა-შემოხლისას 12-მა ადამიანმა მიიღო დაზიანებები. ლოდის მერმა მასობრივი არეულობები სამოქალაქო ომს შეადარა.

 


არეულობები იყო ისრაელის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, სადაც ისრაელის მოქალაქე არაბი მოსახლეობა ცხოვრობს - ასევე, აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე.

 


ისრაელის სამხედრო ძალებსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის სიღრმეში ასეულობით რაკეტა ისროლეს, ისრაელმა კი ღაზაზე მძიმე საჰაერო იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირებისას.

 


საბრძოლო მოქმედებების დაწყებას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი მზარდი დაძაბულობა, რაც იერუსალიმის ერთ-ერთ ადგილზე, რომელიც წმინდადაა მიჩნეული როგორც მუსლიმების, ასევე ებრაელებისათვის, ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის ძალადობრივმა დაპირისპირებამ გამოიწვია.

 


საერთაშორისო საზოგადოება ორივე მხარეს ესკალაციის დასრულებისაკენ დაჟინებით მოუწოდებს. გაეროს ახლო აღმოსავლეთის ელჩმა, ტორ უენესლენდმა განაცხადა, რომ მხარეები „სრულმასშტაბიანი ომისკენ მიექანებიან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი