ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა - 11-დღიან კონფლიქტს 240-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
21-05-2021, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ისრაელსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, რამაც მხარეებს შორის 11-დღიანი ბრძოლები დაასრულა, რის შედეგადაც 240-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული, უმეტესობა ღაზას სექტორში.

 


როგორც BBC პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, 11-დღიანი კონფლიქტის პერიოდში ღაზაში სულ მცირე 232 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 100-ზე მეტი ქალი და ბავშვი. ისარელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში მოკლულთა შორის 150 მებრძოლია. „ჰამასს“ თავისი დაღუპული მებრძოლების რაოდენობაზე მონაცემები არ გაუვრცელებია. ისრაელში კი 12 ადამიანია მოკლული, მათ შორის 2 ბავშვი.

 


დაზავების ძალაში შესვლისთანავე ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელები ქუჩებში გამოვიდნენ და ზეიმი გამართეს. ისმოდა ავტომანქანების სიგნალები და შეძახილები. მეჩეთებში ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის მეშვეობით ცხადდებოდა, რომ ეს იყო „წინააღმდეგობით მოპოვებული გამარჯვება“.

 

 

ორივე, ისრაელიც და პალესტინაც აცხადებს, რომ კონფლიქტში გამარჯვება მათ მხარესაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ღაზაზე იერიშმა „უპრეცედენტო სამხედრო მიღწევები“ მოიტანა.

 


ახალი ამბების სააგენტო Associated Press-ს „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ისრაელის მიერ გამოცხადებულმა ცეცხლის შეწყვეტამ პალესტინელი ხალხს „გამარჯვება“, ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კი დამარცხება მოუტანა.

 


მოგვიანებით, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა საგანგებო შეზღუდვას აუქმებენ.

 


ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 4300-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული, ხოლო ისრაელმა კი ღაზაში, მებრძოლთა სამიზნეებისკენ 1000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი