ლარი მყარდება. უკვე ისმის არასერიოზული ახსნა-განმარტებები: ვაქცინამ გაამყარა, ეკონომიკა გამოცოცხლდა, ორი კინკილა ტურისტი შემოვიდა და ამან იმოქმედა და ასე შემდეგ. სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე
21-05-2021, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლარი მყარდება. უკვე ისმის არასერიოზული ახსნა-განმარტებები: ვაქცინამ გაამყარა, ეკონომიკა გამოცოცხლდა, ორი კინკილა ტურისტი შემოვიდა და ამან იმოქმედა და ასე შემდეგ. სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე.

 


ბიუჯეტი:

 


- მაისის თვეში ბიუჯეტიდან ფული ჯერ მინიმალურადაა ათვისებული. წინა ოთხ თვეში, საშუალოდ თვეში იხარჯებოდა 1,8 მილიარდი ლარი, დღეისათვის დახარჯულია მხოლოდ 760 მილიონი ლარი, ანუ ხარჯვები დარჩენილ დღეებში გველოდება.

 

 

-ბიუჯეტის ნაშთებიდან (შარშან აღებული სესხი) ჯერ-ჯერობით მხოლოდ მცირეოდენი თანხაა დახარჯული, ანუ დეფიციტურ ხარჯვას (რომელიც საკმაოა) ჯერჯერობით ეს ფაქტორი არ აწვება. წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

 


-ევროობლიგაციების დაფარვის მიზნით ხაზინამ ერთ მილიარდ ლარამდე კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე დადებული ფული დროებით დაიბრუნა უკან, რამაც ფულის მასა შეამცირა. ახლა ისევ დაიწყებს დაბრუნებას ბანკებისათვის. ორი დღის წინ ისევ ასესხა მთავრობამ ხაზინის ნაშთებში განთავსებული ფული კომერციულ ბანკებს, 500 მილიონი ლარის ოდენობით.

 


ეროვნული ბანკი:

 


-რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა

 


-რეფინსნსირების სესხები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში-3 მილიარდი ლარიდან 940 მილიონ ლარამდე.

 


მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი:

 


-ექსპორტი გაზრდილია, იმპორტი არც თუ ისე, ინვესტიციების შესახებ მონაცემები არა გვაქვს.

 


მკვეთრად არის გაზრდილი უცხოეთიდან ჩვენი თანამემალულეების გადმორიცხვები.

 


სხვა ფაქტორები:

 


-სეზონური ფაქტორი ყოველთვის მუშაობს. წინასაარჩევნოდ მთავრობა და ეროვნული ბანკი არასდროს აუფასურებს ლარს ( არჩევნების შემდეგ მიუშვებს ხოლმე).
საფრთხეები:

 


-არ გაიმეოროს ეროვნულმა ბანკმა ის შეცდომები, რომელიც ყოველთვის მოსდიოდა სეზონური გამყარებისას-იწყებდა ვალუტის შესყიდვას რეზერვების შესავსებად. პირველივე ასეთ მცდელობას მოჰყვებოდა ლარის გაუფასურება, რომლის შეჩერებას დიდძალი რეზერვების ხარჯვა მოსდევდა.

 


-ეროვნულმა ბანკმა, ნაცვლად ვალუტის დაგროვებისა, უნდა განახორციელოს მცირეოდენი ინტერვენციები რყევების თავიდან ასაცილებლად. არ უნდა დაუშვას უკუსვლა, რასაც ტრადიციულად მოჰყვება უარყოფითი მოლოდინების შექმნა. წინმსწრები მცირეოდენი ინტერვენციები სამომავლოდ დაზოგავს რეზერვებს, ვინაიდან წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი და საარჩევნო ხარჯები ლარზე დიდ ზეწოლას მოახდენს და საკმაო მოცულობის ინტერვენციების განხორციელება აუცილებელი გახდება.

 


და ბოლოს, მთავრობა თარსია. რამდენჯერაც იწყებენ ლარის მცირეოდენი გამყარებისთანავე ბაქი-ბუქს, იმდენჯერვე ამას ყოველთვის მოჰყვება გაუფასურება. უკვე დაიწყეს. უკეთესია მოკეტონ.

 

 

რომან გოცირიძე,

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი