90-იანებში დაწყებული სახელმწიფო ძარცვა ახალი მასშტაბებით გრძელდება. ქვეყანა ერთ დიდ მაფიოზურ სინდიკატად იქცა, სადაც რამდენიმე კლანი ერთმანეთში ინაწილებს გავლენის სფეროებს. ყველაფერი პრივატიზებულია; პროტესტიც კი
25-05-2021, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრივატიზებული პროტესტების ქვეყანა
------------------------------------------------
დასავლეთ საქართველოში მანქანით მოგზაურობას ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები მოაქვს ჩემთვის. უცებ ვბრუნდები ბავშვობაში. შარშანწინ, რიკოთის უღელტეხილზე ბოლოს რომ გავიარე, დავითრგუნე. გადათხრილი მთები, ძირფესვიანად ამოყირავებული ხეები, ცემენტის მტვერი, განაცრისფერებული ბუნება. გული ჩამწყდა. მომენატრა ძველი რიკოთი; სრულიად განსხვავებული მიკროკლიმატი; დაუსრულებელი სერპანტინები. სამუდამოდ დაიკარგა ის სილამაზე და სიმშვიდე.

 

 

რამდენიმე საათით გზის შემოკლებისათვის ვითომ ღირდა ეს ყველაფერი?

 


შევცქეროდი დანჯღრეული უცხოური ტრაილერების დაუსრულებელ ნაკადს და თავიდან ვერ ვიცილებდი ფიქრს. ღირდა ვითომ ქვეყნის დერეფნად გადაქცევა?
სწორი მიმართულება იყო ეს თუნდაც ეკოლოგიურად? რა გავლენას მოახდენს შემდეგი თაობების ჯანმრთელობაზე ეს ყველაფერი? არადა როგორ უნდა ირჩინო თავი? სხვა რა რესურსები გააჩნია ქვეყანას? ღირს წვალებად და დაფიქრებად, თუ პრიმიტიული მიდგომა სჯობს? რაც გვაქვს ის გავყიდოთ სასწრაფოდ და დაუფიქრებლად? მერე რაში გამოვიყენებთ იმ მიღებულ ფულს? დანგრეული ჯანმრთელობის აღდგენაში? მოწამლული თაობების სამკურნალოდ?

 


... მერე ძველი ქართული ეკლესიები და ციხეები გამახსენდა. იდგნენ თავისთვის. საუკუნეების იდუმალი აურა ტრიალებდა ყველგან. ახლა?... მავანთა კერძო საკუთრებად იქცა ისტორიაც, წაშლილი და შებილწულ-შერყვნილი.

 


არ უშველა საქართველოს არც დერეფნად ქცევამ. ისევ ისეთი ღარიბია. ისევ შეუჩერებლად იწრიტება ინტელექტისაგან, ადამიანური რესურსებისაგან. რა დაამაგრებს ახალ თაობებს სამშობლოში?

 


რატომ უნდა აშენდეს ნამოხვანჰესი? რამე ახალი ინდუსტრია განვითარდა ქვეყანაში, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნილება გეომეტრიული პროგრესიით გაზრდილიყო? საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა? რეალურად რამენაირად გააუმჯობესებს რიგითი ქართველის ეკონომიკურ მდგომარეობას? საოცრად რომ დაამახინჯებს ეკოლოგიურ ბალანსს, ეს ფაქტია. რა შორს მიმავალი შედეგები მოჰყვება საქართველოს მეორე დედა-მდინარის პრაქტიკულ დაწრეტას და გაქრობას მთელი კალაპოტის გასწვრივ, ვინმემ იცის? ან მომხრემ, ან მოწინააღმდეგემ? ღირს?

 


თბილისის თუ ბათუმის უთავბოლო მახინჯი მშენებლობები და უაზრო, უსისტემო ურბანული ქაოსი თვალსაჩინო მაგალითია ქვეყნის განვითარების კონცეფციის არარსებობისა. 90-იანებში დაწყებული სახელმწიფო ძარცვა ახალი მასშტაბებით გრძელდება. ქვეყანა ერთ დიდ მაფიოზურ სინდიკატად იქცა, სადაც რამდენიმე კლანი ერთმანეთში ინაწილებს გავლენის სფეროებს. ყველაფერი პრივატიზებულია; პროტესტიც კი. თურმე ყველა ვერ გააპროტესტებს თუნდაც ამ ჰესის მშენებლობას. განსაკუთრებულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე. არადა, ყველაფრის სათავე სახელმწიფოს არარსებობაა, მაგრამ სათავესთან მისვლის ყველას ეშინია.

 


-ყველაფრის ერთად გაპროტესტება შეუძლებელია, ამიტომ ვაპროტესტებ ამ კონკრეტულ პრობლემას!- ფიქრობს და თავს იმშვიდებს მავანი გულუბრყვილო მოქალაქე. არადა, გაუცნობიერებლად უწყობს ხელს იმპოტენტი პროტესტების პერპეტუუმ მობილეს შექმნას. - ნამოხვან ჰესი აშენდება თუ არა, ჯამში დიდად არაფერი შეიცვლება საქართველოსათვის; არანაკლები ეკოლოგიური კატასტროფები ემუქრება ისედაც საქართველოს - ფიქრობს მეორე. - ეს ხალხის გულისაგან ამოხეთქილი პროტესტია, არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან - ამტკიცებს მესამე, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს თუ რა არის პოლიტიკა და რომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რასაც ასე გამწარებული ემიჯნება. -სახელმწიფოს დაბადების დღის ზეიმზე ნუ წახვალთ, აქ მოდით! - აცხადებს გულუბრყვილო მავანი, რომელსაც არ სურს, ან არ შეუძლია იმის აღქმა, რომ მისი პროტესტი პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს არარსებობას და რომ ამის გამო კიდევ უამრავი „ნამოხვანჰესი“ ემუქრება იმ საცოდავ ტერიტორიას, სადაც ბედმა არგუნა ცხოვრება.

 


და რა პოზიცია უნდა დაიკავოს პატიოსანმა მოქალაქემ პრივატიზებული პროტესტების ქვეყანაში? ვის მიეკედლოს?..

 


ან იქნებ საერთოდ დუმილი სჯობს? ალბათ.

 

 

ზურაბ გურული,

 

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

 

წყარო: Facebook-ი 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი