ნიკა გვარამია: პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის, თუმცა ეს სიმართლე რაშია, მათგან ეს ჯერ კარგად ვერ მოვისმინე
25-05-2021, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზოგადად ჰესებს, ცხადია არა, მაგრამ გიგანტურ ჰესებს სკეპტიკურად ვუყურებ.

 


შეიძლება მიკერძოებული ვიყო - ჩემს ამ დამოკიდებულებას თავისი წინაპირობა აქვს ჩემი ბიოგრაფიიდან. კარგად ვიცი, რა უქნა ჩემი უსაყვარლესი დედულეთის, ქვემო რაჭის კლიმატს შაორის წყალსაცავმა. ვხედავ, მისი წყალობით ზედმეტად დატენიანებულმა ჰაერმა როგორ დაანესტიანა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ფანტასტიური ნიკორწმინდა და მისი ფრესკები. მახსოვს, შაორის შემდეგ შეცვლილკლიმატიან და დანესტიანებულ ქვემო რაჭას როგორ მოეხსნა პულმონოლოგიური (ე.წ. ფილტვების) კურორტის სტატუსი და მშრალი და წიწვოვანი ჰავის სურამმა როგორ შეინარჩუნა.

 


ეს ყველაფერი ვიცი, მახსოვს, ვხედავ.

 


ამიტომაც, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის.

 


თუმცა, ძალიან ფრთხილად ვეკიდები ულტრანაციონალისტური ტექსტების ფრქვევას, მით უფრო, სოციალისტურთან შეზავებულს.

 


ძალიან ფრთხილად ვეკიდები იმათ, ვინც არგუმენტირებულ დისკუსიას თავს არიდებს და მხოლოდ იაფფასიანი პატრიოტული ლოზუნგებით ჟონგლიორობს.

 


ძალიან ფრთხილად ვეკიდები იმათ, ვისი შერჩევითი გემოვნება ფილტრავს თავისუფალ ადამიანებს და არ (და არა ვერ) ფილტრავს ათასი ჯურის შეზღუდულ ნაძირალას თუ ერისგან, თუ ბერისგან.

 


გავიმეორებ, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის, თუმცა ეს სიმართლე რაშია, მათგან ეს ჯერ კარგად ვერ მოვისმინე. პირადად, მათგან ვერ მოვისმინე, რა არის მათი სიმართლე. ექსპერტების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ენჯეოების კი არა - პირადად მათი. მიტინგზე რაც მოვისმინეთ და ალბათ კვლავ მოვისმენთ, არავითარ კავშირში არ არის რაციონალურ მსჯელობასთან და, ბოდიში, ირაციონალური გადაწყვეტა ამ საკითხს ვერ ექნება. ემოციური ინტელექტით ვერ მიიღება გადაწყვეტილება ამხელა მნიშვნელობის საკითხზე.

 


გამუდმებით იმის მტკიცება, რომ ჩვენ მარტო მთავრობას ველაპარაკებით, მხოლოდ კომპანია ენკას კი არ გამორიცხავს ამ დიალოგიდან, არამედ საზოგადოებასაც. არადა, ასეთი მნიშვნელობის საკითხი სრული ინკლუზიურობით უნდა გადაწყდეს. ერთხელ უკვე მიიღო ოცნების მთავრობამ გადაწყვეტილება ექსკლუზიურად ერთ მხარესთან საუბრით. ახლა, რიონის მცველები იგივე მეთოდს რატომ გვთავაზობენ და ახლა უკვე თავად რატომ გამორიცხავენ ინკლუზიურ დისკუსიას, გაუგებარია. რას ნიშნავს, მარტო მთავრობასთან გვაქვს საქმე? ლეჩხუმი არც მთავრობისაა (რომელსაც ასე გონია, როგორც ვხედავთ) და არც რიონის ხეობის მცველების (როგორც იკვეთება, შესაძლოა მათაც ასე ეგონოთ). ლეჩხუმი ჩვენია. ყველასი. საზოგადოების. საზოგადოების, რომელიც ღირსია, რომ დაგველაპარაკონ როგორც მთავრობა (რომელზეც ხელი აქვს ყველას ჩაქნეული), ასევე ის მხარე, ვინც პოტენციურ 800 მილიონ დოლარიან ინვესტიციას აჩერებს (შესაძლოა სამართლიანადაც. რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, არსებობს ინვესტიციაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც).

 


P.S თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაკი ქოცური მთავრობაა იქით მხარეს, ამიტომ მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე a priori მართალი და მოსაწონია - ძალიან ცდება.

 

 

ნიკა გვარამია,

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი