თეა წულუკიანი: ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე ვეძიო პასუხისმგებელი პირი, ამისთვის პროკურატურა საკმაოდ მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს
28-05-2021, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე ვეძიო პასუხისმგებელი პირი, ამისთვის პროკურატურა საკმაოდ მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს, – განაცხადა თემის კომენტირებისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

 

 

წულუკიანის თქმით, რა ზიანიც დადგა, მისი ნაწილი შეიძლება, შეუქცევადი იყოს, ხოლო სადაც ჯერ კიდევ შეიძლება გამოსწორება, ამისათვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ.

 

 

„ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 2008-2020 წლის ჩათვლით რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომლებიც სრულად იყო წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას; როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ მასშტაბურსაც, თუმცა დეტალებს არ ვიცნობ.

 

 

ჩემი ფუნქცია არის, რომ უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის გადადგმულია მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა, მივაღწიეთ კონსენსუსს ფრესკის და კედლის მხატვრობის აღდგენის და კონსერვაციის სპეციალისტებთან, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსერვაცია. ასევე, დასანანია, მაგრამ ეს რეალობაა, თავად სპეციალისტებმა ამ სხდომაზე გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი, მაგრამ იქ, სადაც ზიანი არ არის შეუქცევადი, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ საკონსერვაციო საქმიანობა და ამაზე მიღწეულია შეთანხმება, რაც გაძლიერებული იყო, რადგან, რამდენი პროფესიონალიც არსებობს, იმდენი კვალიფიციური აზრია, ამ აზრებს შორის არ იყო თანხვედრა და ჩვენმა სამინისტრომ შევძელით, რომ სამი დღის წინ სპეციალისტები შევკრიბეთ კიდევ ერთხელ, მორიგჯერ და მათ შორის გავაადვილეთ შეთანხმების მიღწევა.

 

 

შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა ზიანიც დადგა, ამ ზიანის ნაწილი, როგორც ფრესკის სპეციალისტებმა გვითხრეს, შეიძლება, იყოს შეუქცევადი, სადაც ჯერ კიდევ გამოსწორება შესაძლებელია, ამისათვის ჩვენ, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ვდგამთ ნაბიჯებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი