[ვიდეო] მიხეილ სააკაშვილი: ახლა ვიმყოფები ამსტერდამში მიმავალ თვითმფრინავში და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტრო სადგურები. როცა ნამახვანი და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო მზის, წყალბადის, ქარის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს
30-05-2021, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახლა ვიმყოფები ამსტერდამში მიმავალ თვითმფრინავში, ამსტერდამის თავზე, ამსტერდამს ვუახლოვდებით და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტრო სადგურები. როცა ნამახვანი და ჰიდოჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო მზის, წყალბადის, ქარის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს, ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირდაპირ ეთერში.

 

 

 


„საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის - ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს, მაღალი ტექნოლოგია, სერვისები, ლოჯისტიკა, ეს ყველაფერი ის არის, რაც შემოიტანს ფულს და შემოსავალს.

 

 

ამ ალტერნატიული წყაროებით ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს, საქართველო მით უმეტეს, ამას შეძლებს.

 

 

ბევრი რაღაცა შეიცვალა ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში, ავიღოთ ის, რაც არსებობს თანამედროვე და კარგი და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია.

 

 

არ მომეწონა, როდესაც ქუთაისიდან ჩამოსულ მანიფესტანტებზე, ვიღაც ჩვენი თბილისელები ამბობდნენ, ჩამოვიდნენ საიდანღაც. აბა, მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? რომელმაც შეიძლება, თბილისი წალეკოს. როდესაც იქ რაღაც ნიადაგი დაიძრა, მთელი თბილისი აღელვებული და აღშფოთებული იყო. მე მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც. ეს საქმე უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და ხალხი როგორც ითხოვს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიებისა, ასეც იქნება“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 1
#1   techmartin
      
I’m happy I located this blog! From time to time, students want to cognitive the keys of productive literary essays composing. Your first-class knowledge about this good post can become a proper basis for such people. nice one akcie Tesla
2 ივნისი 2021 17:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი