შალვა ნათელაშვილი: ე.წ. პრემიერი ეახლა ჩვენი ქვეყნის უდიდეს მტერს საფლავზე და გვირგვინით შეამკო მისი ნაგვამარი. ეს იგივეა, მოსკოვში ლენინის მავზოლეუმი შეემკო ყვავილებით
02-06-2021, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ანკარაში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ათათურქის მავზოლეუმში, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავის გვირგვინით შემკობას (იხ. დაბლა ვიდეო) ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და ღარიბაშვილის ქმედებას „სირცხვილს“ და „თავის მოჭრას“ უწოდებს.

 

 

 

 


„სირცხვილი და თავის მოჭრა, შეფურთხება ჩვენი სისხლით მორწყული ისტორიისათვის. 1921 წელს სწორედ ათათურქმა და ლენინმა ერთად დაიპყრეს და გაიყვეს დიდი საქართველოს ნარჩენი. ტაო-კლარჯეთი სწორედ ათათურქის ბრძანებით იქნა მიიტაცებული. ასი წლის შემდეგ ეს უჯიშო, უსახო არაკაცის კაცი ე.წ. პრემიერი ეახლა ჩვენი ქვეყნის უდიდეს მტერს საფლავზე და გვირგვინით შეამკო მისი ნაგვამარი. ეს იგივეა, მოსკოვში ლენინის მავზოლეუმი შეემკო ყვავილებით. ამას უკვე არაფერი არ ჰქვია“ - წერს ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი