ოთარ აბესაძე: რატომ გწყინთ და გიკვირთ („ქართული ოცნების“ წევრებს/მომხრეებს) ჩემი დამოკიდებულება? იხრჩობით კორუფციაში! თქვენ მოახერხეთ ის, რომ ქვეყანაში კორუფცია და „ატკატი“ ჩვეულებრივ ამბად იქცა
02-06-2021, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რატომ გწყინთ და გიკვირთ („ქართული ოცნების“ წევრებს/მომხრეებს) ჩემი დამოკიდებულება?


დაგავიწყდათ, 27 წლის ასაკში ჩემმა ნაქებმა ხელისუფლებამ ერთდროულად 3 აგენტ-პროვოკატორი რომ „ამკიდა“ და კორუფციის ბრალდებით ციხეში გამიშვა?


მაშინ არავის გიფიქრიათ, მე რას ვგრძნობდი? როგორ იყო ჩემი ოჯახი, ბაბუა რომ ინფარქტით დამეღუპა ამ ფაქტის გამო და როგორ გავატარე ის ღამე საკანში?


არ გიფიქრიათ იმაზე, ციხე გირაოს ქვეშ მყოფმა რომ დავტოვე უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით და „გარეთ“, აბსოლუტურად ყელაფერი, რაც გამაჩნდა, დაყიდული რომ დამხვდა და ცხოვრების ძალიან დიდი მინუსიდან დაწყება მომიწია, რა გრძნობა მქონდა?


როდესაც ტაქსის მძღოლდ ვმუშაობდი, დახმარებისთვის სმს-ებს გწერდით და უბრალოდ “მსინავდით”, არ გაინტერესებთ, მაშინ რას ვფიქრობდი?


არ გაინტერესებთ, დეა რას ფიქრობდა, როდესაც მინიმუმ 6 წელი პატიმრობა მემუქრებოდა, შემოვიდა ციხეზე და ცოლად გამომყვა?


თქვენ ვის კორუფციაზე ლაპარაკობთ, იხრჩობით კორუფციაში! სოციალურად დაუცველები მულტიმილიონრები გაგიხდნენ და იბრმავებთ უბრალოდ თვალებს.


საუკუნის დღგ-ების კორუფციული სკანდალი გადააგორეთ, სადაც 700 მილიონზე მეტი გაქრა და სამაგალითოდ „დასჯილი“ მე რომ გამოვდექი, არ გაინტერესებთ როგორი გრძნობაა?


ღვთის წყალობით და ადვოკატების 2-წლიანი მუშაობის შედეგად ქრთამი რომ არ დამიმტკიცდა, წარმოგიდგენიათ, რა განცდა მქონდა?


მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ მიკადრია და არასოდეს მიჭორავია იმ ადამინებზე, ვისთანაც საერთო წარსული მქონდა. არასოდეს მიქექია ჩემი თქვენთან ყოფნის პერიოდი, ვსაუბრობ მხოლოდ აწმყოზე და მომავალზე.


კი, ნამდვილად თქვენი მსხვერპლი ვარ‼ რამდენიმე ნაძირალასთან ჩემს პირად ურთიერთობას მოყვა ეს ყოველივე. არც ამაზე ვსაუბრობ ხმამაღლა და იცით რატომ? არ მინდა თქვენგან განსხვავებით სახე დავკარგო.


თქვენ მოახერხეთ ის, რომ ქვეყანაში კორუფცია და „ატკატი“ ჩვეულებრივ ამბად იქცა.


მე მოვახერხე ის, რომ ჩემი წილი საქართველო გირაოს ქვეშ მყოფმა შევიყვანე ევროპაში უნივერსიტეტების აუდიტორიების გავლით‼


ასე რომ, გაგაკრიტიკებთ ყოველთვის ძალიან ობიექტურად და პირობას გაძლევთ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია აღარ იყოს და აგენტ-პროვოკატორებმა ვეღარავის მოუწყონ საშინელება. ისიც გეცოდინებათ, 2018 წლის ევროსასამართლოს დადგენილება აგენტ-პროვოკატორების ჩართულობის შესახებ.


მე ამ ქვეყნისთვის მინდა კარგი და დღეს ეს კარგი თქვენ ნამდვილად არ ხართ.

 

ოთარ აბესაძე,

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი