ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გყავთ პარტიაში, თუმცა ისიც ჯერ თავის მართლების პროცესშია, მაგრამ ეს სნობური კომენტარები, რასაც პარტიის ლიდერები აკეთებთ, უკვე შესამჩნევს ხდის ამ დიდ მინუსს - თავი ისევ ხელისუფლებაში გგონიათ
02-06-2021, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისე, ერთი მძიმე "კალიბრის" შენიშვნა მაქვს გახარიას პარტიასთან: ხელისუფლებაში აღარ ხართ, არადა:

 


ვინ არის წევრი? - სადღაც სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა, რა აქვთ საამაყო ? - სახელმწიფო სამსახურში კარგი კადრები იყვნენ, ეს სახელმწიფო კი, რაც შეიქმნა, მას შემდეგ კორუმპირებულია.... მრავალწერტილი...

 


რა ელექტორატს უმიზნებენ? - ჩინოვნიკებს, რომლებსაც "ხან ქოცებს უძახიან და ხან ნაცებს, ანუ დატანჯა ყველა პარტიამ. ნუ, აქ ნეპოტიზმით დანიშნული და მერე პატრონის დაკარგვით დატანჯული კადრების შეხსენებას აღარ დავიწყებ.

 


ამ ჩინოვნიკური განცხადებებითა და მუდმივად თქვენი ჩინოვნიკური წარსულზე ხაზგასმით შორს ვერ წახვალთ, რევანშის ჩარჩოში ჩაჯდებით, ხალხი მშიერია ამ ქვეყანაში, პარტიას კი ჯერ სახალხო არაფერი ემჩნევა.

 


არადა, საქართველო ხალხისაა და არა - ჩინოვნიკების...

 

 

ქოცებისა და ნაცების კრიტიკა ვერაფერს დაგაკლებთ, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გყავთ პარტიაში, თუმცა ისიც ჯერ თავის მართლების პროცესშია, მაგრამ ეს სნობური კომენტარები, რასაც პარტიის ლიდერები აკეთებთ, უკვე შესამჩნევს ხდის ამ დიდ მინუსს - თავი ისევ ხელისუფლებაში გგონიათ.

 


როცა არ ხარ სახელისუფლებო პარტია, საჯარო სექტორის ხმებით გამყარებული, მათ გადმობირებაზე მეტი აქცენტის გაკეთება და ჩვეულებრივ ამომრჩეველზე მაღლა "დაყენება", თუნდაც თქვენდაუნებურად, ანდაც მიზანმიმართულად, საჯარო სექტორის ხმები წაართვათ ოცნებას, არჩევნებს მაინც ვერ მოგაგებინებთ.

 


ჩვენ არასდროს გვქონია სახელმწიფო, რომლის ჩინოვნიკობა დიდი საამაყო რამ ყოფილიყო.

 

 

შესაბამისად,, უნდა მიხვდეთ, რასაც გიწერთ და რასაც გაფრთხილებთ. მართლა არაფერი პირადული, უბრალოდ,, უნდა გამოასწოროთ, ბევრი რამაა თქვენს სწორ პოლიტიკაზე ამ ქვეყანაში დამოკიდებული...

 


ზოგადა კი, რომ იცოდეთ, არჩევნებს ჩინოვნიკები არ იგებენ, ვერ იგებენ, "დაჟე" ის კადრებიც კი, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების ნატურები არიან, საარჩევნო ბრძოლაში კი პირველ ხაზზე გამოჰყავთ, თუნდაც გაუსვრელები იყვნენ! ... რამდენიმე პარტიას ეს განხიბვლა დაემართა კადრების შერჩევის დროს.

 


გახარიას მაღალი რეიტინგი სწორედ იმან განაპირობა, რომ ქვეყნის პირველი პირი სახალხო ფიგურა იყო და არა - ჩინოვნიკურ ჩარჩოში ჩასმული პრემიერი/

 

 

არჩევნებს პოლიტიკური, სახალხო კადრები იგებენ!

 


პირდაპირ გიწერთ, პოლიტსაბჭოში წარდგენილი არცერთი წევრის მიმართ არ გამჩენია აგრესია პარტიის დაფუძნების ღონისძებაზე, რაც სხვა პარტიების შემთხვევაში ხშირად დამმრთია. ანუ განათლებული ჩინოვნიკი კადრების სიმრავლეს დიდად არ შევუწუხებივარ, მაგრამ ახლა თქვენი კომენტარები რომ ამავე ჩინოვნიკის ლოგიკას ვეღარ სცდება, უხეშად ხვდება ყურს...

 


მეტი სახალხოობა, ბატონებო! ხელისუფლებაში ისეთ პარტიებს მოყავდით, რომლებიც შემდეგ პანტა-პუნტით ცვიოდნენ პედესტალიდან :)) შესაბამისად, არც ჩინოვნიკური წარსულია მთლად დიდი პლიუსების მომტანი და ასე ხაზგასმით წარმოსაჩენი...

 


ჩაკეტილ, რევანშულ ჩარჩოებში მოხვედრის ზღვარზე ხართ და ამას ამომრცევლი აუცილებლად დააფიქსირებს.

 


რუსა მუმლაძე,

 

ჟურნალისტი

 

წყარო: Facebook-ი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი