მირიან ყარაულაშვილი: ეს მართლა ლუფტჰანზა ტიპი, ამ გახურებული პანდემიის პიკზე წასულა და პარიზში ბინა უყიდნია თითქმის ნახევარ მილიონ ევროდ
02-06-2021, 18:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

... არასოდეს არ ვიტყოდი ამას არც ხმამაღლა და არც მხოლოდ შინაურებში, მაგრამ ეტყობა, რაღაცებს უნდა გადააბიჯო, რომ სხვა, უფრო მეტი ბოროტება ამხილო...

 

 

- შარშან გაზაფხულზე, ეს ნაძირალა ვირუსი რომ უკვე გაძლიერდა და აშკარა გახდა, რომ ძალიან დიდი ფინანსური და სხვა პრობლემები დგებოდა ყველა ჩვენთაგანის წინაშე, ჩემი მწირი შემოსავლიდან ჩემთვის სოლიდური თანხა გადავრიცხე კოვიდ-19- ის ქართულ ფონდში...

 


პარალელურად ვცდილობდი და ეხლაც ვცდილობ სულ მინიმალურად მაინც დავეხმარო ხოლმე უაღრესად ხელმოკლე ადამიანებს სხვადასხვა გზით...

 

 

არც ერთხელ არ მისარგებლია სახელმწიფოსგან სუბსიდირებული ელენერგიითა და გაზით, თუმცა გაცილებით ნაკლებ რაოდენობას მოვიხმარდი ეკონომიის გზით, ვიდრე ამას სუბსიდირების პროგრამა ითვალისწინებდა - "სემეკ"-ის საიტიდან ვიხსნიდი სუბსიდიას და ყოველთვის პირადად ვიხდიდი დანახარჯს...

 


... ხოდა, მე და მრავალი ათასი ჩემნაირი სხვადასხვა გზებით "ფოკუსებს" და ტრიუკებს რომ ვაკეთებდით ამ დედაარღნიან ცხოვრებაში, ეს მართლა ლუფტჰანზა ტიპი, ამ გახურებული პანდემიის პიკზე წასულა და პარიზში ბინა უყიდნია თითქმის ნახევარ მილიონ ევროდ!!!!

 


სულ არ მაინტერესებს საიდან ჰქონდა ეს მაყუთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ადრინდელი ბიზნესიდან (ჰა-ჰა!!!) თუ საიდანღაც ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ, პარიზში ბინა რამ აყიდინა ამ ტოტალური უბედურების და ჟამიანობის დროს კაცო?!

 


თუ ასე "აწუხებდა" ეს "ოჯახური დანაზოგი", ამდგარიყო და ჩემსავით "კოვიდ-19"ის საწინააღმდეგო საქართველოს სახელმწიფო ფონდში ჩაერიცხნა, მით უმეტეს, რომ მისმა პარტიის თავმჯდომარემ, რომელმაც ის დანიშნა საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე, ზუსტად იმავე დროს ჩარიცხა ამ ფონდში ასი მილიონი!!!

 


ძალიან გავბრაზდი, ძალიან!!!

 


პ.ს.: გთხოვთ მომიტევოთ საკუთარ თავზე ამ ამბის გახსენება და აქ გამოტანა... მაპატიეთ!

 

 

მირიან ყარაულაშვილი,

 

ექსპერტი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი