ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ახლად ფორმირებული კოალიციის წინააღმდეგ გაილაშქრა და მოუწოდა ქნესეთის მემარჯვენე წევრებს, დაბლოკონ კოალიცია
03-06-2021, 20:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ახალი კოალიციის შესახებ მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გაილაშქრა და მოუწოდა ქნესეთის, (ისრაელის პარლამენტის) მემარჯვენე ფრთის წევრებს, დაბლოკონ კოალიცია და არ მისცენ მთავრობის ფორმირების საშუალება.

 


9 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა, რაც ნეთანიაჰუს 12-წლიან პრემიერ მინისტრობას დაასრულებს, თუკი ეს შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, რადგან, როგორც BBC იუწყება, ამ ჯგუფს, ისრაელის პოლიტიკური სპექტრიდან, ჯერ კიდევ სჭირდება საპარლამენტო მხარდაჭერა ოფისის დასაკავებლად.

 


ნეთანიაჰუმ ახალი კოალიციის სათავეებთან მდგომებს, „თვითერზე“ „მემარცხენე ფრთის სახიფათო“ ძალა უწოდა.

 


კოალიციას, რომელიც იაირ ლაპიდის, ცენტრისტული „იეშ ატიდის“ პარტიის ლიდერის მიერ იქნა ფორმირებული, საპარლამენტო კენჭისყრით დამტკიცება ესაჭიროება, ვიდრე ფიცს დადებს. უცნობია, რა დრო დასჭირდება ამას და ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ ახლად ფორმირებული ალიანსი არამდგრადი აღმოჩნდეს და დაიშალოს.

 


ლაპიდმა, რომლის პარტიაც მეორე ადგილზე გავიდა მარტში გამართულ არჩევნებზე - რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო - აღთქმა დადო, რომ ჩამოაყალიბებს ისეთ მთავრობას, რომელიც „ისრაელის ყველა მოქალაქის სამსახურში იდგება, პატივს სცემს თავის ოპონენტებს და ყველაფერს გააკეთებს, თავისი ძალაუფლების ფარგლებში, იმისათვის, რომ გააერთიანოს და შეაკავშიროს ისრაელის საზოგადოების ყველა მხარე“.

 


ამის მიუხედავად, ლაპიდი დაუყოვნებლივ არ გახდება პრემიერ მინისტრი. როტაციის შეთანხმების მიხედვით, პირველი ორი წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერი მემარჯვენე ფრთის „იამინა პარტიის“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი იქნება, რომელიც ლაპიდს ძალაუფლებას 2023 წლის აგვისტოში გადასცემს.

 


პირველად, ათწლეულების განმავლობაში, მთავრობაში წარმოდგენილი იქნება ისრაელის „არაბული პარტია“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი