Facebook-მა გადაწყვეტილება შეცვალა და დონალდ ტრამპს, რომელსაც სამუდამოდ ჰქონდა Facebook და Instagram ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული, აკრძალვა ორი წლით შეუჩერა
05-06-2021, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - Facebook-მა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook და Instagram ანგარიშები ორი წლით შეაჩერა. მანამდე, მას სამუდამოდ ჰქონდა შეზღუდული წვდომა ორივე სოციალური ქსელის ანგარიშებზე, რაც მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრის კვალდაკვალ პრეზიდენტის განცხადებების წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯი იყო, მაგრამ გასულ თვეს „ფეისბუქის“ საბჭომ გააკრიტიკა ტრამპის სოციალური ქსელიდან სამუდამო აკრძალვა.

 


„ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ ტრამპის ქმედებები მათი წესების „უკიდურესი დარღვევა“ იყო. ტრამპმა კი თქვა, რომ მსგავსი ნაბიჯი „შეურაცხყოფა“ იყო იმ 75 მილიონი ადამიანისა, რომელმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას მისცა ხმა.

 


„ფეისბუქის“ ახალი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კვლავ დაუბრუნდეს სოციალურ პლატფორმებს.

 


ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას გეგემავს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. იგი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებისთვის ემზადება და ივლისის პირველ ნახევარში უკვე დაგეგმილი აქვს მასობრივი მიტინგების გამართვა დალასსა და ტეხასში, როგორც ამას ადგილობრივი მედია იუწყება.

 


კვირის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ სოციალურ მედიაში მისი ანგარიშების დაბლოკვის კვალდაკვალ ტრამპის მიერ დაფუძნებული საკომუნიკაციო პლატფორმა - From the Desk of Donald J Trump - სამუდამოდ დაიხურა.

 


2021 წლის იანვრის დასაწყისში კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისა და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მიერ გაკეთებუი კომენტარების გამო, გარდა „ფეისბუქისა“, რომელსაც ყოველთვიურად 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ტრამპის ანაგარიშები აკრძალეს Twitter-ზე, YouTube-ზე, Snapchat-ზე, Twitch-ზე და სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე.

 


გასულ თვეს, ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, ტრამპის მოკავშირე „რესპუბლიკელმა“, ხელი მოაწერა პირველ კანონს შეერთებულ შტატებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნოლოგიური კომპანიების დასჯას პოლიტიკოსების პლატფორმებიდან აკრძალვის შემთხვევაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი