საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთიდან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით დაბრუნდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პლანეტის პირველობის ტრიუმფატორს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა 6 მეტოქე დაამარცხა. ფინალში შავდათუაშვილმა შვედ ტომი მაციასს სძლია.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ერთდროულად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. საქართველოს ნაკრების ლიდერი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს ლონდონში გახდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს 2013 წელს ბუდაპეშტში დაეუფლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ანგარიშზე 4 საშეჯიბრო დღის შემდეგ თითო ოქროსა და ვერცხლის მედალია. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა. ამ დროისთვის, ლაშა გუჯეჯიანის გუნდი ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.