რუსეთს ჰყავს უდიდესი მტერი, რომელსაც მისი დანგრევა და დაშლა შეუძლია და წარმატებით ანგრევს და დაშლის გზაზე მიჰყავს იგი: ეს თავად რუსები არიან, ოღონდ არა რუსი ხალხი - არა!
12-06-2021, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ცოტა ხნის წინათ დავდე შეფასება რუსეთში არსებული მდგომარეობისა გლობალური პოლიტიკის კონტექსტში (უფრო სწორად რამდენიმე შეფასება იყო მცირედი შუალედებით).


ორიოდე დღის წინ ჩინეთის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოცემამ გამოაქვეყნა ძალზე ავტორიტეტული ჩინელის (სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირის) შეფასებები, რომელც არაფრით განსხვავდება ჩემი შეფასებებისგან!


ცხადია, ეს ასეც იქნებოდა, როცა შემფასებელი ნეიტრალური პოზიციებიდან, რეალური სიტუაციების ზუსტი აწონვითა და გათვლით აფასებს და არა პირადი სიმპათიებითა და აკვიატებული იდეა-ფიქსების ჩარჩოებში!


დიახ!


რუსეთს ჰყავს უდიდესი მტერი, რომელსაც მისი დანგრევა და დაშლა შეუძლია და წარმატებით ანგრევს და დაშლის გზაზე მიჰყავს იგი:


ეს თავად რუსები არიან, ოღონდ არა რუსი ხალხი, - არა!


რუსეთი დღემდე მისი ხალხის ნიჭზე და მოთმინებაზე დგას, - სწორედ ეს ხალხია დახურულ ''იაშიკებში'' მიზერულ ხელფასებზე რომ ქმნის იმას, რაც რუსეთს გარედან ხელუხლებელს და დაუმარცხებელს ქმნის!


რუსეთში სულ სამი ელიტაა:


სპეცსამსახურების, სამხედროებისა და ლიბერალური ელიტები. ამათგან:


(ა) რუსეთის ლიბერალური ელიტა - ტრადიციული მტერი ყოველივე რუსულისა, რომელიც ელცინის ეპოქიდან მოყოლებული უცვლელად მთლიანად აკონტროლებს საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს + ცენტრალურ ბანკს, და რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას: ბლოკავს ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტს და ამ წლებში, ასობით მილიარდი დოლარი ჩატვირთა აშშ-ს სახაზინო ვალდებულებებში!

 
(ბ) რუსი ოლიგარქები, - ეს გაუმაძღარი და დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც შერწყმული არიან ხელისუფლებასთან და სულს ხდიან საკუთარ თანამოქალაქეებს! მომავლის წინაშე მათი პასუხისმგებლობა ნულოვანია!


(გ) სრულიად არაეფექტური და გაუგებარი პოლიტიკის ხელისუფლება, რომელიც აგებს არა სახელმწიფო კონსტრუქციას, გათვლილს გრძელვადიან პერსპექტივაზე, არამედ აგებს საკუთარ ციხე-სიმაგრეს ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებისა, მაგრამ ყველაფერი დასრულებადია და ხელისუფლების გადაცემის მექანიზმის არქონის გამო, კარგი არაფერი ჩანს, - ისევ რთული პერიოდის გავლა მოუწევთ!


(1) სპეცსამსახურების ელიტა. ეს უკანასკნელი ხელისუფლებაშია და ფაქტობრივად დამატებით სხვა თამაშს თამაშობს, ვიდრე ამ უაღრესად სპეციფიურ და ყველა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურებისთვისაა დამახასიათებელი!.. რა გამოვა აქედან?!


საქმე ისაა, რომ პოლიტიკოსის აზროვნების ჰორიზონტი, სპექტრი და მასშტაბი სხვაა, უაღრესად კვალიფიციური სპეცსამსახურის ადამიანისა, - სულ სხვა: უბრალოდ, სხვადასხვა რამეებია! ერთეული შემთხვევები უფრო კონტრ-მაგალითია, ვიდრე მაგალითი!


(2) სამხედრო ელიტა კი, როგორც ყოფილი მინისტრის სერდიუკოვის საქმემ აჩვენა, კორუფციაში იხრჩობა!


არის ამ ელიტების ფონზე უაღრესად ნეგატიური გავლენის მქონე არაფორმალური სექტორი, - დამნაშავეთა სამყარო, რომელიც არსებობს და ძლიერია მხოლოდ იმის გამო, რომ მას სამივე არსებული ელიტა მფარველობს და აძლევს არსებობის საშუალებას!


ყველაფერი ეს კი გადადის რუსი ხალხის კისერზე!


p.s.


მაგრამ არის ერთი მაგრამ, რომელიც მხოლოდ პროფესიულ დონეზეა ცნობილი!


მრავალრიცხოვან ერებში მოქმედებს ერთ-ერთი უდიდესი ფუნდამენტური კანონი, ცნობილი სახელწოდებით ''დიდი რიცხვების კანონი''.


ყოფით ენაზე რომ ვთქვა, ეს ნიშნავს, რომ როგორი კრიტიკული მდგომარეობაც უნდა შეიქმნას, მრავალრიცხოვან ერში მოიძებნება ის უმცირესი რაოდენობის ჯგუფი, რომელიც გაარღვევს ამ კრიზისსა და სამშვიდობოზე გაიყვანს ქვეყანას. ეს - უნივერსალური კანონია! ვერავინ გამოირიცხება.


ეს კანონი მცირერიცხოვან ერებში არ მუშაობს, - უფრო სწორად, არანაირი გარანტიაა, რომ მცირერიცხოვან ერში ეს უმცირესი რაოდენობის საღი ადამიანების ძალა - სულ რამდენიმე ასეული შემართული კაცი, შეიკრიბება!

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი