ბექა კობახიძე: ყველა ვარიანტში, მადლობა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მისი გადაჭარბებული შეფასება „ჩემი ძალისხმევით“ ამ საქმის აღსრულების თაობაზე, ზედმეტია
13-06-2021, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დიდებული რამ მოხდა: საქართველოსა და აშშ-ს შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.

 


სამშვიდობო პროცესისა და მისი წარმატების ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა, მეტადრე სამეზობლოში.

 


ცხადია, ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ გარღვევას, მაგრამ ამ აქტით სომხეთში 15 ოჯახი გაბედნიერდა, ხოლო აზერბაიჯანში არაერთი ოჯახი გადარჩა გაუბედურებას.

 


პოლიტიკურად აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის და რა უნდა ვიცოდეთ:

 


ამ შეთანხმების გასაღები ხელში ეჭირა ილჰამ ალიევს. ის ისე მოხდებოდა ან არ მოხდებოდა, როგორც ალიევი ინებებდა.

 


ალიევმა კი ძალიან სწორი და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ორი მიმართულებით:
1. მას შეეძლო და მისგან ელოდნენ კიდეც, რომ ამ გაცვლას რუსი სამშვიდობოების მეშვეობით განახორციელებდა. მან კი საქმეში პოლიტიკური დასავლეთი, ანუ საქართველო და აშშ ჩართო. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია რუსეთისთვის, რომ ის არ არის აზერბაიჯანში მთავარი ან, სულ მცირე, ერთადერთი დიდი საერთაშორისო მოთამაშე;

 


2. სომხეთში ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო კამპანიაში უმწვავესად იდგა სომეხი სამხედრო ტყვეების გამოხსნის საკითხი. ამ თემას ფაშინიანისთვის მარცხი, ხოლო მოსკოვის ფავორიტი ქოჩარიანისთვის გამარჯვება მოეტანა. ვფიქრობ, ამ დათმობით ალიევმა თავისი წვლილი შეიტანა მოსკოვის კანდიდატის ვერგამარჯვებაში.

 


ყველა ვარიანტში, მადლობა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მისი გადაჭარბებული შეფასება "ჩემი ძალისხმევით" ამ საქმის აღსრულების თაობაზე, ზედმეტია. ეს გეოპოლიტიკური საკითხია და მნიშვნელობა არ ჰქონდა ფორმალურად ვინ იქნებოდა საქართველოს სათავეში. ეს საქმე მამუკა ბახტაძის პრემიერობისასაც კი ასე გამოვიდოდა.

 


საქართველოს მედიაციის ხილვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან პოზიტიური ამბავია. ამას ვახერხებდით 1919-1920 წლებში.

 


იმედია პრეცედენტს პრეცედენტი მიემატება და ტრადიცია განახლდება.

 


და მოდი ნუ ვაქცევთ ამ თემას შიდა პოლიტიკური განსჯის საკითხად. ვინც გინდა იყოს ხელისუფლებაში, კარგი საქმე კარგი საქმეა.

 

 

ბექა კობახიძე,

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი