ჩინეთმა გააფრთხილა დიდი შვიდეულის ლიდერები, რომ დღეები, როდესაც ქვეყნების მცირე ჯგუფი წყვეტდა მსოფლიოს ბედს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა
13-06-2021, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა გააფრთხილა დიდი შვიდეულის ლიდერები, რომ დღეები, როდესაც ქვეყნების „მცირე“ ჯგუფი წყვეტდა მსოფლიოს ბედს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. „დღეები, როცა გლობალური გადაწყვეტილებები ქვეყნების მცირე ჯგუფისგან იყო ნაკარნახევი, დიდი ხნის გარდასულია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ქვეყნები, არიან ისინი დიდი თუ მცირე, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანაბარნი არიან, და გვჯერა ისიც, რომ მსოფლიო საქმეები უნდა წყდებოდეს ყველა ქვეყანასთან კონსულტაციების მეშვეობით“, განაცხადა ლონდონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.

 

 

ლონდონში ბაზირებული ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლის აღნიშნულ კომენტარს წინ უძღოდა ინგლისში დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრა და ერთობლივი პოზიციის შემუშავება პეკინის თაობაზე, რაც ჩინეთის მზარდი ამბიციებისადმი მასობრივ საპასუხო ზომებს ითვალისწინებს.

 

 

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დასავლეთის მთავრობებმა ახლავე უნდა იმოქმედონ ჩინეთის აღორძინების შესაკავებლად.

 

 

მოელიან, რომ დიდი შვიდეულის ლიდერების დასკვნით დეკლარაციაში აღნიშნული იქნება, რომ ჩინეთის პროგრამის ალტერნატივად უფრო მეტ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ კლიმატური კრიზისის პირობებში მყოფ განვითარებად ქვეყნებს და ასევე, განვითარებად მსოფლიოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უფრო მეტი თანხები იქნება წარმართული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი