ისრაელის ახალმა პრემიერ მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა პირობა დადო, რომ გააერთიანებს ქვეყანას
14-06-2021, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ისრაელის ახალმა პრემიერ მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა პირობა დადო, რომ გააერთიანებს ქვეყანას. მან თქვა, რომ თავისი მთავრობა „ყველა ხალხისთვის იმუშავებს“ და დაამატა, რომ პრიორიტეტი განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები იქნება.

 


ნაფტალი ბენეტის ულტრა-მემარჯვენე კოალიციურ მთავრობას ისრაელის ქნესეთში 60-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 59 იყო. მან ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელსაც ბოლო 12 წლის განმავლობაში უწყვეტად ეკავა პრემიერ მინისტრის პოსტი.

 


ბენეტი, რომელიც „იამინას პარტიის“ ლიდერია, 2023 წლის სექტემბრამდე იქნება პრემიერ მინისტრი, რის შემდეგაც ძალაუფლებას შემდგომი 2 წლით იაირ ლაპიდს, ცენტრისტული „იეშ ატიდის“ ლიდერს გადასცემს.

 


ნეთანიაჰუ - ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომსახურე პრემიერ მინისტრი - მემარჯვენე ფრთის „ლიკუდის პარტიის“ თავმჯდომარედ რჩება და ოპოზიციის ლიდერი იქნება.

 


ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში 4 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებით 2-წლიანი პოლიტიკური ჩიხი დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი