თბილისში სამხედრო მოსამსახურის ოჯახებმა ბინები მიიღეს
19-02-2014, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას განაგრძობს. დღეს, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში კიდევ 17 სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა მიიღო ბინა.

 

 

ბინების გადასაცემად ვარკეთილში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილე ვაკო ავალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მივიდნენ. მათ პირადად გადასცეს ახალი ბინების გასაღებებიISAF-ის მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედროს, I კლასის რიგითის ზურაბ გურგენაშვილის ოჯახსა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილ სამხედროს, სერჟანტ ავთანდილ ჯაყელიძეს.

 


მოგვიანებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს და ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცეს.

 


"ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, რათა ისინი სოციალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ იმიტომ, რომ ისინი ასრულებენ ყველაზე დიდი საქმეს ჩვენი ქვეყნისთვის - იცავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ საერთაშორისო იმიჯს და ჩვენს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებენ," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

 


დღეს, ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში არსებული საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში სულ გადაეცათ ავღანეთშიISAF-ისა და ერაყში OIF მისიების შესრულების დროს დაღუპული 12 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილი 5 სამხედრო მოსამსახურე. მათთვის ბინები სპეციალური პროექტით გარემონტდა და ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და საოჯახო ინვენტარით აღიჭურვა.

 


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველ სამხედროებს და მათ ოჯახებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში მდებარე საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცათ. თავდაცვის, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა ყველა სათანადო დოკუმენტაციის სამართლებრივი მოწესრიგება და მომზადება. საცხოვრებელი ფართების ახალ მფლობელებს კანონის ყველა ნორმისა და წესის დაცვით ბინები პირად მფლობელობაში გადაეცათ.

 


ვარკეთილის სამხედრო ქალაქში მშენებლობა წელსაც გაგრძელდება და დამატებით 260 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი