რომან გოცირიძე: ცოტა თავი შეიწუხოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა და ახსნას, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე
16-06-2021, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გვახსოვს ძალიან მაგარი იტალიური ფილმი, “პური და შოკოლადი” რომ ჰქვია? ფილმი იტალიიდან შვეიცარიაში სამუშაოს საშოვნელად წასულ კაცზეა. თმებსაც კი იღებავს ქერად, იქაურად რომ გამოჩნდეს. ჩაგრავენ წარმომავლობის გამო საწყალს.

 

 

რატომ გამახსენდა ეს? ღარიბი იტალიიდან გარბოდა ხალხი საზღვარგარეთ სამუშაოს საშოვნელად. ახლა იტალიაში მიდიან სამუშაოდ აღმოსავლეთ ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან. განვითარდა ქვეყანა, არ ყოფნით მუშახელი.

 


ბოლო მონაცემებით იტალიაში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ მაისის თვეში გადმოირიცხა 39 მილიონი დოლარი, რაც მეტია ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან გადმორიცხულზე.

 


ეს სევდიანი და სასაცილო ფილმი იმით მთავრდება, რომ სამშობლოში გამოძევებული იტალილი ნიშნისმოგებით მიმართავს შვეიცარიელებს, რომ მათ სამაგიეროდ არა აქვთ ზღვა.

 

 

მართლაც, ზღვაცა გვაქვს, მთებიც გვაქვს, გვყავს მშრომელი ადამიანები. “ზარმაცი და ნიჭიერები”-ეს მოარული ფრაზა არის ტყუილი. ღმერთმა რომ მოქეიფე და უდარდელ ქართველებს თავისი მიწა გვაჩუქა, ეს არის ცუდი ლეგენდა, თუმცა არაა ქართული. თურქმენეთში მოვისმინე ეს თქმულება მათ ქვეყანაზე, მდინარის პირას გაშლილ კარავში, სადაც საქეიფოდ დაგვპატიჟეს და სადაც იყო მხოლოდ ქვიშა და არცერთი ხე. როცა ეს ზღაპარი შეიქმნა, მაშინ ნავთობი და გაზი რა იყო, არც კი იცოდნენ თურქმენებმა.

 

 

რაც შეეხება უცხოეთიდან გადმორიცხვებს, ბოლო თვეებია აღინიშნება მისი უპრეცედენტო ზრდა. ეროვნულ ბანკს ისიც კი არ უცდია აეხსნა, თუ რაშია საქმე. მართლა იმატა თუ ჯიბით ჩამოტანა ჩაანაცვლა საბანკო არხებით “ჩამოტანამ”. ან პანდემიის დროს როგორ მოხდა ჩენი თანამემამულეების შემოსავლების ასეთი მკვეთრი ზრდა? თუ აქ გაუჭირდათ ოჯახებს და დანაზოგებს და ბოლო კაპიკებებს უგზავნიან ახლობლებს იქიდან?

 


როცა ქვეყნის ეკონომიკის 13 პროცენტი და ლარის სტაბილურობა ამ ადამიანების შრომაზეა დამოკიდებული, ცოტა თავი შეიწუხოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა და ახსნას, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

 

 

რომან გოცირიძე,

 

დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი