პარლამენტმა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა
29-06-2021, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

               GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის დაცული ტერიტორია  

 

აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილეს.

 

 

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, კოდექსის ამოქმედების საწყის ეტაპზევე პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეული ნორმების დახვეწისა და ახლებურად საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროება.

 

 

„მიმდინარე წლის იანვარში ძალაში შევიდა ახალი „ტყის კოდექსი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით. მდგრადი მართვის პრინციპების უკან დგას მთავარი მოტივაცია, რომ ტყეზე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ტყიდან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი, როგორც ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური. ამ მიზნისთვის მთავარი რაც კოდექსით შემოდის, ეს არის ტყის მერქნიანი რესურსის დამზადების უფლებამოსილების გადასვლა ეროვნულ სატყეო სააგენტოზე, რაც პრაქტიკულად პირველი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

მისივე თქმით, პრობლემები არ უკავშირდება კოდექსის მიღების დროს გაცხადებული და დამტკიცებული პრინციპების აღსრულებას და კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა არ ცვლის სატყეო რეფორმის მთავარ მიმართულებებს.

 

 

„საკანონმდებლო აქტის შემუშავების და ამოქმედების შემდეგ გამოიკვეთა მთელი რიგი ხარვეზები, რაც ბუნებრივია მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ეს იყო სრულიად ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ძირითადი პროცედურული ნაწილი კანონქვემდებარე აქტებით რეგულირდებოდა როგორც კანონის მიღებამდე, ისე მისი ამოქმედების შემდეგ. შესაბამისად, გამოვლინდა თემები და მიზანშეწონილად ჩაითვალა რომ ისინი უშუალოდ საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს და არა მთავრობის კანონქვემდებარე აქტით. ხოლო, მეორე მხრივ, დაემატა ის სიახლეები, რომლებიც ტყის კოდექსის ამოქმედების შემდგომ გამოვლინდა. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა თევზჭერისა და ტყით სარგებლობის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ტყით სარგებლობის ერთიან ფორმატებში მოქცევა. ეს მინიმუმამდე დაიყვანს იმ ბიუროკრატიას, რაც ფართოდაა გარემო სარგებლობის კანონმდებლობაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

 

მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილებები 12 ძირითად პრინციპს ეყრდნობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლებიც ძირითად კანონში - ტყის კოდექსში შედის: პირველი რიგი ცვლილებებისა ეხება ტერმინოლოგიური თვალსაზრისით კოდექსის დახვეწას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს რეალურ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. მნიშვნელოვანია ასევე ცვლილებები ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით.

 

 

ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ასევე ათ საკანონმდებლო აქტში, რომელთა პროექტები მაია ბითაძემ ასევე გააცნო კოლეგებს.

 

 

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: მაია ბითაძეს, ხატია წილოსანს, გოგი მეშველიანს, ნინო ლაცაბიძეს, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილს, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძესა და დავით კაჭარავას.

 

 

ორივე კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი