49.5C სიცხე კანადაში - ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა რეკორდულად მაღალი სიცხის გამო ვანკუვერის მიმდებარე ქალაქებში
30-06-2021, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა კანადაში რეკორდულად მაღალი სიცხეების გამო. პოლიციის ცნობით, ვანკუვერის რაიონში 130 ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მათგან უმეტესობა ასაკოვანი იყო და ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნდათ.

 


სამშაბათს, კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის პატარა სოფელ ლიტონში, სამი ერთმანეთზე მიყოლებული დღის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 49.5C დაფიქსირდა. ასეთი სიცხე ქვეყანაში მანამდე არასდროს დაუფიქსირებიათ. კვირის დასაწყისამდე, კანადაში ტემპერატურა 45C-ს არასდროს გადაცილებულა.

 


პოლიციის განცხადებით, ვანკუვერში 65 ადამიანის სიკვდილის მიზეზი სიცხით გამოწვეული პრობლემები გახდა. გარეუბან ბერნებიში სულ მცირე 34 ადამიანის, სარის რაიონში კი 38-ის უეცარი გარდაცვალება აღირიცხა.

 


„ვანკუვერში არასდროს ყოფილა მსგავსი სიცხე და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ათეულობით ადამიანი სიცხის გამო კვდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანების უსაფრთხოებისთვის“, განაცხადა პოლიციელმა სტივ ედისონმა და დაამატა, რომ პოლიციის განყოფილებაში, უეცარი გარდაცვალების შესახებ ყოველდღიურად შესული შეტყობინება გასამმაგებული და მეტიცაა.

 


ვანკუვერიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარე პატარა სოფელ ლიტონის მცხოვრებმა, მეგან ფენდრიხმა თქვა, რომ „თითქმის შეუძლებელია“ გარეთ გასვლა.

 


„აუტანელი სურათია. ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, დავრჩეთ სახლში. ჩვენ სიცხეს მიჩვეულები ვართ, და ეს მშრალი სიცხეა, მაგრამ 30 გრადუსი ძალზე განსხვავდება 47-ისაგნ“, - უთხრა მან გაზეთ Globe & Mail-ს.

 

 

ბრიტანულ კოლუმბიაში ბევრ სახლს კონდიცირება არ აქვს, რადგან ზაფხულის თვეებში აქ ჩვეულებისამებრ გაცილებით ზომიერი ტემპერატურაა. ვანკუვერსა და მიმდებარედ დროებითი ფანტანები და გამაგრილებელი ცენტრები გაკეთდა.

 


„ჩვენ მეორე ყველაზე ცივი კლიმატის მქონე და ყველაზე თოვლიანი ქვეყანა ვართ მსოფლიოში. ჩვენ ხშირად ვხედავთ სიცივეებს და ქარბუქებს, მაგრამ ამგვარ სიცხეზე ხშირად არ ვსაუბრობთ... დუბაი უფრო გრილია ახლა, ვიდრე ჩვენ“, განაცხადა კანადის მეტეოროლოგიური ცენტრის კლიმატოლოგმა, დეივიდ ფილიპსმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი