ლაშა შუბითიძე: ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა 1200$ დოლარი და საბუთები ადგილზეა
01-07-2021, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა შუბითიძე სოციალურ ქსელში სამხედრო პოლიციელების მიერ ჩადენილ სამოქალაქო გმირობას ეხმიანება და ჯარისკაცებს მადლობას უხდის. მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯარისკაცები გმირობას, მხოლოდბრძოლის ველზე არ ჩადიან. ის მიმართავს თავდაცვის სამინისტროს იამაყოს ამ ღირსეული ჯარისკაცებით.

 

 

„ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა 1200$ დოლარი და საბუთები ადგილზეა. ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი და საქმენი საგმირონი მე მგონი მარტო ბრძოლის ველზე არ კეთდება, ჩემი გადმოსახედიდან ამ ბიჭების ქმედება გმირობასთან გაიგივებულია, მეც სამი ვაჟკაცის მამა ვარ და ჩემი შვილებისთვის ეს სიკეთის კეთების მაგალითად უნდა იქცეს. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი ქართველ ჯარისკაცებს და ჩემი აზრით, ბიჭების ეს საქციელი თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დაუფასოს, რადგან ასეთი ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ერთეულები არიან და თავდაცვის სამინისტრომ უნდა იამაყოს ამ ჯარისკაცებით, რომლებმაც ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინეს, ვფიქრობ ეს ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი