საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა
08-07-2021, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს ანარ კარიმოვს შეხვდა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ანარ ქარიმოვს აზერბაიჯანის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას. მინისტრმა კარიმოვმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზაობა, მომავალშიც შეასრულოს მედიატორის როლი, რათა ხელი შეუწყოს დიალოგის პროცესს, რომელიც მიმართულია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.

 


საუბარი ასევე შეეხო კულტურის სფეროში ორმხრივი კავშირების განვითარებას.

 


შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის, განვითარებისა და რესტავრაციის სახელმწიფო სამსახურის უფროსი აზად ჯაფარლი, ხოლო საქართველოს მხრიდან - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი