ლევან ბეჟაშვილი ფილიპ ლეფორის განცხადებას აფასებს
21-01-2014, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ფილიპ ლეფორის განცხადებას ეხმაურება. ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის განცხადებები, იმ პოლიტიკის შედეგია , რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ახორციელებს.


,,სამწუხაროა ის, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობის არაერთმნიშვნელოვანმა პოლიტიკამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, განაპირობა ის გარემოება, რომ ევროპელი ლიდერებისა და თანმდებობის პირებისგან ვისმენთ ასეთი ტიპის განცხადებებს. თუ საქართველომ არ დაიცვა თავისი ინტერესები ისე, როგორც ეს ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების დროს, ოკუპირებული ტერიტორიებისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაში, თუ საერთაშორისო მასშტაბით ინსტიტუტები არ ჩაერთო, ჩვენ კიდევ უფრო მწვავე განცხადებების მომსწრე გავხდებით. თუნდაც რუსეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადება იმაზე, რომ საზღვარმა გადმოიწია გაგრის ტერიტორიამდე და ამაზე არანაირი რეაგირება არ მოაყოლა არც საქართველოს მთავრობამ და არც საერთაშორისო ინსტიტუციებმა. ის, რომ მთელი ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები უარს აცხადებენ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე და ერთ-ერთ მიზეზად არ არის დასახელებული საქართველოს თემა, ესეც იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლის განმავლობაში ახორციელებს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან, ფილიპ ლეფორი ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. როგორც ოსური მედია წერს, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია.


"ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ", - დასძინა ლეფორმა.

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/267132-levan-bezhashvili-filip-leforis-ganckhadebas-ekhmaureba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი