პრეზიდენტმა ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე
01-09-2021, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე - რამაც თალიბანის მებროლების ძალაუფლებაში სწრაფი დაბრუნება განაპირობა - და ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი ყოფნის დასრულების შემდეგ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ უფრო ხანგრძლივად დარჩენა არჩევანს არ წარმოადგენდა.

 

 

მან შეაქო ჯარი თალიბანის რეჟიმისგან გაქცევის მსურველი 120 000-ზე მეტი ადამიანის საჰაერო გადაყვანის ორგანიზებისთვის და პირობა დადო, რომ განაგრძობს ძალისხმევებს იმ ამერიკელების გამოსაყვანად, რომლებიც ჯერ კიდევ ავღანეთში არიან და დაბრუნება სურთ - ასეთი კი სულ, დაახლოებით 200-ია.

 

 

„მე ამას სამუდამო ომად არ გადავაქცევდი და სამუდამოდ არ გავახანგრძლივებდი იქ ყოფნას. ავღანეთში ახლა ომი დასრულებულია“, - განაცხადა ბაიდენმა.

 


აშშ-ის მეთაურობით ჯარები ავღანეთში 2001 წელს შევიდა - 9 სექტემბრის გამანადგურებელი თავდასხმების კვალდაკვალ - და თალიბანის ხელისუფლება დაამხო.

 


ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გამო, რასაც აშშ-ის მიერ წლების განმავლობაში გაწვრთნილი და დაფინანსებული ავღანური უსაფრთხოების ძალების მოულოდნელი ჩამოშლა მოჰყვა, ბაიდენი ფართოდ გააკრიტიკის, როგორც შინ, ისე გარეთ, მისმა მოკავშირეებმა.

 


თალიბანის მებრძოლებმა 11 დღეში შეძლეს მთელ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება - ბოლოს კი, 15 აგვისტოს, დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ.

 


ბაიდენმა დაახლოებით 6 000 ჯარისკაცი განალაგა ქაბულის აეროპორტის ხელში ჩასაგდებად, რათა აშშ-ის და მისი მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და მათთვის მომუშავე ავღანელების ევაკუაციის კოორდინაცია მოეხდინა.

 

კომენტარები: 1
#1   amnaseo
      
Nice and interesting post. I was looking for this kind of information and enjoyed reading this one.
KRT carts
5 სექტემბერი 2021 16:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი