საქართველო - ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თახსირი ნეოლიბერალური მედია და „დიდი პოლიტიკური ალღოს“ მქონე ჯამაათი სერიოზული სახით განიხილავს და უბრალოდ ატყუებს ხალხს, რომ ავღანეთში არაფერი მომხდარა!
01-09-2021, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო - ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თახსირი ნეოლიბერალური მედია და ''ორიენტიენტირებული'' გონებამრუდე არარაობები, "დიდი პოლიტიკური ალღოს" მქონე ჯამაათი სერიოზული სახით განიხილავს და უბრალოდ ატყუებს ხალხს, რომ ავღანეთში არაფერი მომხდარა!

 


არადა, ავღანეთში ძალზე მძიმე რამ მოხდა!

 


არაკომპეტენტურობამ, ''დამპალმა პოლიტიკამ'', როგორც ამას ერთი ცნობილი ამერიკელი მიმომხილველიაღნიშნავს, - აშშ-ს დამცირება და კრახი განაცდევინა!

 

 

მოკლედ, რომ ვთქვა, ქართული გაგებით, თურმე, აშშ-მ "ღრმად გააზრებული" მაღვალაკობა ჩაიფიქრა, შეგნებულად დატოვა ავღანეთი და მალე ჩინეთსა და რუსეთს დედები აღარ ეყოლებათ!

 


გამრუდებულ გონებაში ყველაფერი მრუდედ აისახება, - იდეოლოგიითა და ''ორიენტაციით" გასრესილი გონება სხვას ვერ გრძნობს, - არ უნდა დაიჯეროს, რადგან თუ დაიჯერა, ყველაფერი ემსხვრევა და თავზე ემხობა!

 


დიახ, უმაღლეს დონეზე არაკომპეტენტურობამ გამოიწვია ეს მარცხი! და რომ ეს არაკომპეტენტურობა შემთხვევითი არ არის, - შესანიშნავად ჩანს საქართველოშიც!

 


უზარმაზარი, საოცარი პოტენციალის მქონე უპირველესი სახელმწიფო, საოცრად მშრომელი და მიზანმიმართული ხალხით, იდეოლოგიამ ისე დააკნინა, რომ მისი პოლიტიკოსები დღესაც აზრად ვერ მოსულან საქართველოში, რა ქვეყანასთან, რა კულტურასთან აქვთ საქმე, რა ხალხთან, რა გადაუტანია ამ ხალხს, რა მისწრაფებები აქვს, რა უნდა და როგორ!

 

 

არა! ამ ხალხს თავისი არაკომპეტენტურობით ლომჯარიები, სასაცილო არასამთავრობოები, "ორიენტირებული" გრანტებს დახამებული "შემოქმედებითი ინტელიგენცია ახალი თაობისა", სულიერი უშუალო გამგრძელებელი "წითელი ინტელიგენციის'' მისწრაფებებისა, - და ეს უტიფრები მოაჯინეს თავზე!

 

 

მათ დაფინანსებაში მილიონები ჩაყარეს, - თითქოსდა ''სამოქალაქო საზოგადოების" მშენებლობაში, - არადა, რაც მივიღეთ, ეს ყველაფერია, გარდა სამოქალაქო საზოგადოებისა!

 


ამდენი წელია, ამ ''სამოქალაქო საზოგადოების" უზნეობით შეურაცხყოფენ ქართულ კულტურას, ქართველ ხალხს; შეურაცხყოფენ ქართველი ხალხის ნდობას აშშ-დმი და მისკენ ბუნებრივ მისწრაფებას (თავის დროზე ეს მისწრაფება დიახაც რომ ბუნებრივი იყო!)...

 

და თქვენ გიკვირთ ავღანეთში რაც მოხდა?!

 

საქართველოში, 25 წელი ამ პოლიტიკის ფონზე,

 

გიკვირთ რაც ავღანეთში მოხდა?!

 

თუ არაფერი მომხდარა?!

 

მოხდა!

 

ცუდი რამ მოხდა!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი