დემურ გიორხელიძე: ახლა ერთმანეთს დაკაწრეთ სახეები: კალაძე მოიგებს თუ გახარია, ნაცი თუ ქოცი! ერთბაშად არ გაბრწყინდეთ და აღორძინდეთ!
02-09-2021, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი დადგენილი აქვს 10%-ის ნიშნულზე! ეს ამ კრიტიკულ სიტუაციაში უსაშველოდ დიდი საპროცენტო განაკვეთია, რომელიც მოქალაქეებს და ბიზნესს დიდად უძვირებს ფულს! ვნახოთ, 15 სექტემბერს შეცვლის თუ არა შემცირებისკენ ამ პროცენტს!

 


წარმოიდგინეთ, თუ კომერციული ბანკი სებ-გან ფულს 10%-იანი სარგებელის გადახდით სესხულობს, რა იქნება სამომხმარებლო სესხებისა და/ან ბიზნეს-სესხების ფასი?!

 


ახლა ნახეთ -

 

 

ვისაც სესხები აღებული აქვს ადრე (სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნეს-სესხები) - რა ოდენობით გაუზარდეს ვალის მომსახურება და ეს ასობით დამატებითი მილიონი კომერციულ ბანკებს უფეშქაშეს.

 


მსგავსი საპროცენტო განაკვეთი პრაქტიკულად არსადაა მსოფლიოში! განვითარებულ ქვეყნებში ანალოგიური განაკვეთი ნულთან ახლოსაა!
მიზანი?!

 


იდიოტური ნარატივი ეროვნული ბანკისა:

 

 

''ინფლაციის მიზნობრივი ნიშნულის ფარგლებში მოქცევა'', რომელიც მას არასდროს მიუღწევია, ანუ სებ-ის პოლიტიკა ინფლაციას არა მარტო არ აკავებს, პირიქით, არასდროს სპობს იმ მიზეზებს, რაც ამ ინფლაციას განაპირობებს.

 


ინფლაცია იზრდება იმ განუკითხავი მდგომარეობის გამო, რაც ქვეყანაშია და იმ მონოპოლისტურ-ოლიგარქიული სისტემის გამო, სებ-ი კი მხოლოდ დანაშაულებრივად ემსახურება ამ სისტემას.

 


მოდით ვიკითხოთ მარტივი რამ:

 


1. როცა ხელოვნურად ავარდნილი ლარი ასევე ხელოვნურად რომ დაიყვანა სებ-მა დღევანდელ ნიშნულზე, რატომ არ მოიკლო ფასებმა (ქვეყანა ხომ იმპორტზეა ჩამოკიდებული და ხომ შეეცვალათ დანახარჯები იმპორტიორებს)?

 


2. რატომ იზრდება ფასები? რა მიზანი აქვს ფულის გაძვირებასა და ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაძარცვას, მათი ხელშეწყობის ნაცვლად, თუ ინფლაცია იზრდება?

 


ხალხი იმ დონემდეა დაყვანილი, ახლა სპორტულ რეჟიმში და აღტკინებაშია:

 


"ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მისი ''ჯილა'' თუ სხვისი ''ჯილა''. სულ ცალ ფეხზე აქვს დაკიდებული საკუთარი მდგომარეობა, აღარც სურვილი აქვს უკეთესობისკენ!
ეს იციან ხელისუფლებაში მყოფმა ხალხმა და ამიტომაც იქცევიან ასე უტიფრად!

 


აბა, თქვენ იცით!

 


ახლა ერთმანეთს დაკაწრეთ სახეები: კალაძე მოიგებს თუ გახარია, ნაცი თუ ქოცი! ერთბაშად არ გაბრწყინდეთ და აღორძინდეთ!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი