ვარკეთილის შემდეგ სამხედროებს ბინები ქალაქ გორში გადაეცათ
02-09-2021, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი ვარკეთილის სამხედრო ქალაქის შემდეგ, ქალაქ გორში გაგრძელდა. 128 სამხედრო მოსამსახურემ ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ.

 


საცხოვრებელი კორპუსებთან მოეწყო შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები, მიმდებარე ტერიტორია მოასფალტებულია.

 

 

ახალმოსახელეობა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 


გორში ბინების გადაცემამდე, 31 აგვისტოს სამხედრო მოსამსახურეებს ახალი საცხოვრებელი ფართები თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გადასცეს. ბინები 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს შორის კენჭისყრის პრინციპით გადანაწილდა.

 


თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება 2007 წელს აიღო. ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ ახალი საცხოვრებელი ბინით 2000- ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყო, რითაც უწყებამ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.

 

კომენტარები: 1
#1   Veda
      
Have you ever thought about creating an ebook or guest authoring
on other websites? I have a blog based upon on the same ideas you discuss and
would love to have you share some stories/information. I know my audience would enjoy
your work. If you're even remotely interested, feel free
to send me an email.

Also visit my website - Gudrun
8 ნოემბერი 2021 22:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი