საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
03-09-2021, 14:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფინეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში კირსტი ნარინენს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების აქტიურ გამოყენებაზე ისაუბრეს.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ფინეთის ელჩს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ამ მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM).

 


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-უკრაინის პლატფორმის მეშვეობით საქართველო აქტიურად გადის კონსულტაციებს ჰიბრიდული ომის საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

 

 

ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

 


დღეს, ფინეთის ელჩს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი