ზურაბ გურულის მიმართვა: ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, თქვენ დაგცინიან!
06-09-2021, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე მერამდენე დღეა ვუსმენთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უსაზღვრო ცინიზმით სავსე განცხადებებს, რომლებზეც ქართული საზოგადოება რატომღაც იცინის; არადა, სასაცილო არაფერია. ე.წ. პოლიტიკოსები არ ხუმრობენ, ისინი უბრალოდ შეურაცხყოფენ საკუთარ მოსახლეობას, ბოროტად დასცინიან; ესაუბრებიან როგორც ჭკუასუსტებს. 2012 წელს სწორედ ასეთი დაცინვით დაიწყო მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“. გავიხსენოთ ყოველ სოფელზე დარიგებული 5 მილიონი დოლარი და სხვა ანალოგიური სისულელეები. მაოცებს იმ ადამიანების უტიფრობა, რომლებიც დღეს მშვიდად აგრძელებენ კარიერას პოლიტიკაში და თავის დროზე უხერხული ღიმილიც არ დასცდენიათ ამ ფანტასმაგორიული უაზრობების აგიტაციისას. მათი ნდობა ნამდვილად არ ღირს, მიუხედავად იმისა, რა პოზიციასაც არ უნდა იკავებდნენ დღეს.

 


განსაკუთრებით ამაზრზენია, როდესაც საზოგადოების ასეთ დაცინვას მეტნაკლებად ინტელექტუალური ადამიანები ეწევიან. გახსოვთ ალბათ ზღაპრები მსოფლიოში სამაგალითო კოვიდ-მენეჯმენტსა და ამერიკა-ევროპიდან გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ამტყდარ ზარებზე. ბუნებრივია, რომ აქედან ერთი ნაბიჯი იქნებოდა უფრო პრიმიტიულ „ხუმრობებზე“. მივიღეთ კიდეც; ქუთაისის „ტორპედოს“ ჩემპიონთა თასიდან დაწყებული, ონისა და კაიროს პირდაპირი ვაჭრობის ისტორიებით თუ ზესტაფონის ყავის პლანტაციებით.

 


ეს არ არის სასაცილო ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ დაგცინიან! უმოწყალოდ დაგცინიან. დარწმუნებული ვარ რომ ხვდებით, მაგრამ გეშინიათ თქვენი ჭეშმარიტი რეაქციის გამოხატვის. ისე, სიკვდილზე საშიში რამეც არსებობს და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას.

 


შევეჩვიეთ ამ დაცინვას და ვიცინით. დღეში საშუალოდ 70 ქართველის კოვიდით სიკვდილსაც შევეჩვიეთ ნელნელა; ერთს ამოვიოხრებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას.
არჩევნები მოდის მალე. გონიერი ამომრჩეველი რამდენიმე ქალაქში მაინც მისცემდა ოპოზიციის კანდიდატებს შანსს. არ გაინტერესებთ რას იზამენ? „ოცნებამ“ და მისმა კანდიდატებმა ხომ ნახეთ რაც გიქნათ, არ გინდათ რამე ახალი სცადოთ?

 


ოღონდ ამ მცდელობის თეორიულ შანსსაც არ მისცემს „ოცნება“ საქართველოს, რადგან თუნდაც ერთმა ქალაქმა ოპოზიციონერი მერის ხელში რაიმე წარმატება რომ მოიპოვოს, ეს ხომ „ოცნების“დასასრულის დასაწყისი იქნება.

 


როგორ გგონიათ 2008 წელს რატომ დაიწყო რუსეთმა ომი?

 


დაიწყო ერთი მარტივი მიზეზის გამო, არ შეიძლებოდა თუნდაც ერთი წარმატებული ქვეყნის პრეცედენტი შექმნილიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა და იმიტომ. ჰოდა, დღეს გვაქვს რუსეთის სპეცსამსახურებით ბოლომდე ინფილტრირებული ქვეყანა, მორღვეული საზღვრები, დაქცეული ეკონომიკა, გაზრდილი ემიგრაცია, გაღატაკებული მოსახლეობა და უპერსპექტივო მომავალი.

 


დღევანდელ საქართველოში რომ ქართველებს დასცინებ, მარტო სინდისგარეცხილი ვერ იქნები, უბრალოდ ავადმყოფი უნდა იყო; სადისტი.

 

 

ნუ იცინით ამ „ხუმრობებზე“; გახსოვდეთ, თქვენ დაგცინიან!

 

 

ზურაბ გურული,

 

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი