ჯუანშერ ბურჭულაძემ იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ ენცო ვეჩარელის უმასპინძლა
07-09-2021, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ენცო ვეჩარელი იმყოფება. იტალიელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა. მინისტრმა გენერალ ენცო ვეჩარელის იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და იტალიის თავდაცვის სეგმენტის აქტიურ ძალისხმევას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ნატოს სტანდატებით განვითარების თვალსაზრისით. ამასთანავე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის თავდაცვის ძალებს შორის არსებული და სამომავლო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებიც.

 


მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იტალიელ გენერალს ქართველმა კოლეგამ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები გენერლებმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს, რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და იტალიის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სხვადასხვა აქტივობას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას და სხვა. გამოკვეთილად აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული მჭიდრო ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 


დღესვე, გენერლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიზიტის ფარგლებში იტალიის დელეგაცია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი