საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის ტრენინგები დაიწყო
07-09-2021, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტის ტრენინგები დაიწყო. ღონისძიების გახსნა მონაწილეებს დისტანციურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა როზარია პუგლისმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის კოორდინატორმა ბენედიქტ მორელმა მიულოცეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. ტრენინგები დისტანციურად ჩატარდება, რომელსაც 20 სხვადასხვა საჯარო უწყების შიდა აუდიტორი დაესწრება. ტრენინგები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი მიზანი საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა.

 

 

ტრენინგს დისტანციურად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეული ექსპერტი, ჯონ ჩეშიერი უძღვება, რომელიც სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებზე და საქმიანობის ღირებულების გაზრდის მეთოდებზე ესაუბრება. კურსი ტრენერთა მომზადების კომპონენტსაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის ერთეულების წარმომადგენლები ტრენინგის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შიდა აუდიტის ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად დაიწყო და ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) პროგრამის მხარდაჭერით, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით მეშვიდედ ტარდება.

 

 

კომენტარები: 1
#1   Leonie
      
Hi there, I enjoy reading through your article. I wanted
to write a little comment to support you.

Review my webpage Earlene
5 ნოემბერი 2021 05:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი