თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკულ მხარესთან თავდაცვის ძალების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს
08-09-2021, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი ახალი ეტაპი საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის გაგრძელებასა და მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას ითვალისწინებს.

 


მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკულ მხარესთან დისტანციურ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ქართულ მხარეს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ. ამერიკული მხრიდან კი, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის, ეროვნული გვარდიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში ჩართულია მაღალი კლასის სტრატეგი და აკადემიური ექსპერტი ჯეიმს ლოკერი, რომელსაც აქვს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოებში მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილება.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიულ მხარესთან საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა. ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მინისტრი მიესალმა აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას და გუნდთან ერთად მზადყოფნა გამოხატა ერთობლივი გეგმების განსაზღვრულ ვადებში იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი