დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს გატანილი კიდევ ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა
09-09-2021, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო წარმოადგინა და მათი საქართველოში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება. ესენია: ირაკლი სუთიძის ''ნატურმორტი'', თენგიზ ცხონდიას ''ქართლი'', ომარ კაჭკაჭიშვილის ''ადრეული გაზაფხული'' და გურამ ნავროზაშვილის ''აღორძინება''.

 


მოცემული ფერწერული ტილოები 2010 წელს ეროვნული გალერეის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდიდან გატანილი იქნა საქართველოს საელჩოში ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ნამუშევრები წლების განმავლობაში იყო გამოფენილი. თეა წულუკიანის ინიციატივითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მოცემული ნამუშევრები საქართველოში დაბრუნდა და დღეს მოხდა მათი გადაცემა ეროვნული გალერეისთვის. ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ელჩს ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილს.

 


მინისტრის ბრიფინგს ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე (რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ნახატების ჩეხეთის რესპუბლიკიდან დაბრუნების პროცესს) და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი.

 


შეგახსენებთ, თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას სამი თვის წინ უკვე დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).

 


„ყველა, მუზეუმიდან გატანილი ექსპონატი მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან არაერთი წლის განმავლობაში ექსპონატის მუზეუმში დაუბრუნებლობა მისი დაკარგვის რეალურ საფრთხეს ჰქმნის. ჩვენ კი კანონი პირდაპირ გვავალებს ამ ექსპონატებზე ზრუნვას და მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება და პროცესის დასრულებისთანავე შედეგები ეცნობება საზოგადოებას.

 


ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი