„თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი გაიმართა
10-09-2021, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს, მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი გახსნა. ტრენინგი დისტანციურად გაიმართა. მისი მიზანი სასკოლო სახელმძღვანელოს საპილოტე პროგრამისთვის 17 მასწავლებლის გადამზადებაა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

 


„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რაც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ეროვნული მედეგობის განვითარებას ემსახურება, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი არა მხოლოდ წარმატებით ხორციელდება, არამედ თანდათან ფართოვდება და მიმდინარე წლიდან პროექტს დამატებით 11 სკოლა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც უერთდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

 

 

ტრენინგის ფარგლებში თანამედროვე სასკოლო სწავლების მეთოდოლოგია და სახელმძღვანელოს ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა; საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება, სამოქალაქო უსაფრთხოება, სამხედრო სამსახური და სამხედრო განათლება და სხვა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების საპილოტე პროექტი ეტაპობრივად ვითარდება. პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მონაწილეობით შემუშავდა სასწავლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“.

 

 

პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებაში, საგანმანათლებლო ინსტიტუტებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი