რომან გოცირიძე: ღარიბაშვილი სადაც წინასაარჩევნოდ გაივლის, ან სიცრუეს თესავს ან სისულელეს
15-09-2021, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გზირი - გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციის დაბალი მოხელე, სოფლის მამასახლისის ხელქვეითი. ევალებოდა ბრძანებისა თუ განკარგულების ადგილზე მიტანა და გამოცხადება, ვისიმე გამოძახება და სხვა.

 


რამ გამახსენა ეს გზირი ახლა. სულხან-საბადან თუ გავიხსენებთ, თორემ სხვა მხრივ ეს სიტყვა ქართულში არც გამოიყენება.

 


“მოსიარულე გზირი”! ღარიბაშვილის წინასაარჩევნო გადაადგილებებს ასე შეიძლება უწოდო. ვისი გზირი და ხელქვეითია, ყველამ იცის.

 


სადაც წინასაარჩევნოდ გაივლის, ან სიცრუეს თესავს ან სისულელეს. ახლა განგვიცხადა, რომ მედალოსანი სპორტსმენები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში.

 


როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნოდ ხახვისა და კარტოფილის დარიგების შემდეგ, “ოცნებამ” დიპლომების დარიგებასაც მიჰყო ხელი.

 


თითქოს არაფერი, ორი კინკილა მედალი წელიწადში და ორიოდე უმაღლესში ჩარიცხული. ეს ხომ ზოგადად არაფერს ცვლის? სინამდვილეში ცვლის, მორალურ კლიმატს აზიანებს, საბჭოური პრივილეგიების სისტემას აბრუნებს. ეს იდეოლოგიური განაცხადია ისედაც არაპროგრესული იდეების მატარებელი ხელისუფლების მხრიდან.

 

 

რომან გოცირიძე,

 

დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი