ბონდო მძინარაშვილი საბჭოთა საქართველოს უშიშროების აგენტებზე: ხშირ შემთხვევაში აგენტის და მსხვერპლის ოჯახები მჭიდროდ იყვნენ დანათესავებულები და, მაგალითად, იყო ფაქტები, რომ მსხვერპლსა და აგენტს საერთო შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავდათ
22-09-2021, 19:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უშიშროების გენერალ-მაიორ ოთარ ხატიაშვილს (1991 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სუკის უფროსის მოვალეობას ასრულებდა) ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა თავი მოაბეზრა, - გინდა თუ არა, მაჩვენე, ვინ დააბეზღა მამაჩემიო. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე საჯაროდ, წვეულებებზე, სუფრასთანაც კი ამაზე ელაპარაკებოდა. გენერალმა ხატიაშვილმა აბეზარ მთხოვნელს აჩვენა... მამამისის დაწერილი "დანოსები"!

 


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როცა უშიშროების არქივების გახსნის და ლუსტრაციის საკითხი პერიოდულად მწვავდებოდა, მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე არქივის გამოქვეყნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ იგი გაეცნო ამ საქმეებს და იმდენად მასშტაბური და შემზარავი იყო მოსახლეობის და, განსაკუთრებით, მისი ინტელექტუალური ნაწილის აგენტურული საქმიანობა, რასაც უამრავი ადამიანის ტრაგედია მოჰყვა, რომ მათი გასაჯაროება ახალ ტრაგედიებს გამოიწვევდა: ხშირ შემთხვევაში აგენტის და მსხვერპლის ოჯახები მჭიდროდ იყვნენ დანათესავებულები და, მაგალითად, იყო ფაქტები, რომ მსხვერპლსა და აგენტს საერთო შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავდათ. რასაკვირველია, მათთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა ამის გაგება. ამასთან, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ სუკის მეხუთე სამმართველოს კონტინგენტი - სამეცნიერო, ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები!

 


მეხუთე სამმართველოს იმიტომ ვახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში და, შესაბამისად, მის ყველა ფილიალში, მათ შორის, საქართველოს სუკშიც, სწორედ ეს სამმართველო მუშაობდა ინტელიგენციასთან და დისიდენტებთან.

 


ჰოდა, ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით:

 


საბჭოთა ჩეკისტები თავიანთ კონტინგეტს ძალიან უფრთხილდებოდნენ და ფაქტობრივად, არ არსებობს მათ მიერ აგენტების შესახებ დადასტურებული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების პრეცედენტი, რადგან მაშინ უშიშროების სისტემაში პროფესიონალები მუშაობდნენ, რომლებსაც საგანგებოდ არჩევდნენ და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ფსიქოლოგიური მდგრადობაც იყო!

 


საბჭოთა კავშირის ნგრევამ უშიშროების სისტემაშიც სერიოზული ძვრები გამოიწვია და ამის დასტურია თუნდაც გრუს პოლკოვნიკ სკრიპალის საქმე. სკრიპალი 2006 წელს რუსეთში დააპატიმრეს შპიონაჟის ბრალდებით და 2010 წელს გადაცვალეს ამერიკაში იმავე წელს დაპატიმრებულ რუს ჯაშუშებზე. მოკლედ, ეს ის რუსი შპიონი სკრიპალია, ბრიტანეთში რომ მოწამლეს და ქართველმა ლიბერალებმა მოთქმით დაიტირეს... ცოცხლად!

 


ასეთი ისტორიები, - აგენტების სიების და სხვა ჯაშუშური მონაცემების მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაცემის ფაქტები არაერთხელ მომხდარა როგორც კაგებეს ოფიცრების, ისე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თუ გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ. აქ მხოლოდ ოლდრიჩ ეიმსს დავასახელებ, რომელიც აშშ-ის აგენტ ფრედ ვუდროფის საქართველოში მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს.

 

 

ამ საკითხზე ვრცლად საუბარი ფეისბუქ-სტატუსის თემა არ არის. ინტერნეტი სავსეა კვალიფიციური პუბლიკაციებით და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, გაეცნოს.

 

 

მე სხვა რამის თქმა მინდა: დაპირისპირებული სპეცსამსახურები მოპოვებულ აგენტურულ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ, მას ოპერატიული დამუშავებისთვის იყენებენ. ხოლო საკუთარი აგენტ-ინფორმატორების კონფიდენციალურობის დაცვა საკუთარ წმინდათა წმინდა მოვალეობად მიაჩნიათ. არა იმიტომ, რომ ამ აგენტების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ სპეცსამსახურები სწორედ ამ კონტინგეტზე დგას!

 


სხვათა შორის, ასეა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც. მე მისაუბრია ამ სისტემის პროფესიონალებთან, მათ შორის, იმათთან, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სერიოზული კრიმინალური დაჯგუფებების გაუვნებელყოფაზე და მათგანაც მსმენია, რომ ოპერატიული თანამშრომლის კავშირების შესახებ მისმა ხელმძღვანელმაც კი არ იცის. და არც უნდა იცოდეს, რადგან ინფორმატორი ყველას არ ენდობა და საკუთარ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავს.

 


ისევ გამიგრძელდა.

 


ერთსაც ვიტყვი და მოვრჩები.

 


2011 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უდანაშაულო ფოტოგრაფები დააპატიმრა, სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ფოტოგრაფები და ამ მდგომარეობიდან გონივრული გამოსავალი მოძებნეთ, რადგან ცხადია, რომ ფოტოგრაფებს არაფერი დაუშავებიათ და სპეცსამსახურმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, რაც პროფესიულ რეპუტაციაზე მძიმედ აისახება, - პარტნიორ სპეცსამსახურებთან ავტორიტეტს დაკარგავთ, ხოლო მტრული სპეცსამსახურები მწარედ დაგცინებენ მეთქი.

 


მგონი, ყველაფერი გასაგებად ვთქვი.

 


დასასრულ კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც აქამდეც არაერთხელ მითქვამს:

 


საქართველოა გადასარჩენი!

 

 

ბონდო მძინარაშვილი,


ჟურნალისტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი

 

წყარო: „Facebook“-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი