სამხედრო მოსამსახურის, ალექსანდრე ბერიშვილის მეუღლე საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის
29-09-2021, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამხედრო მოსამსახურის, ალექსანდრე ბერიშვილის მეუღლე, ქეთევან ბერიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის.

 


„მადლობა თავდაცვის სამინისტროს! მკურნალობის პირველი კურსი დაგვიფინანსესდა ველოდებით მეორე კურსის დაფინანსებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს და პირადად თავდაცვის მინისტრს, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს“, - წერს ჯარისკაცის მეუღლე.

 

 

ქეთევან ბერიშვილმა დღეს, ასევე სოციალური ქსელით, ღია წერილით თავდაცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მიმართა.

 


„მიმდინარე წლის ივნისში, სასროლეთიდან დაბრუნებული, სადაცალექსანდრე ბერიშვილი მორიგ სამხედრო სწავლებას გადიოდა, შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც დაუდგინდა ინსულტი. ჩემმა მეუღლემ დაკარგა მოძრაობისა და მეტყველების უნარი, მუდმივად საჭიროებს მომვლელს. იძულებული გავხდი, სამსახური მიმეტოვებინა და მისთვის მომევლო. ამ ეტაპზე მას დანიშნული აქვს სარეაბილიტაციო კურსი, რაც 16 ათასი ლარი ღირს.

 


მკურნალობის პირველი კურსი თავდაცვის სამინისტრომ დაგვიფინანსა და უკეთესობაც დაეტყო, მაგრამ მეორე კურსის ჩატარებას წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გვთავაზობენ, თუმცა მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას იგი შეძლებს „ნიუ ჰოსპიტალში“. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის სრული კურსის ღირებულებაა 16 910 ლარი“, - აღნიშნავს სამხედროს მეუღლე.

 

 

როგორც ქეთევან ბერიშვილი წერს, ღია წერილს უწყების მყისიერი რეაგირება მოჰყვა, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეს მკურნალობის მეორე კურსიც დაუფინანსა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი