თეა წულუკიანმა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე წარადგინა
30-09-2021, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე წარადგინა.

 


ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და არაერთი ტიტულის და რეკორდის მფლობელი ნინო სალუქვაძე დღეიდან ქართული სპორტის მუზეუმზე იზრუნებს. მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც 2018 წელს, სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმში გაერთიანდა, სპორტის ექსპონატებს მზრუნველობა არ მოჰკლებია, რაც სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ეს ექსპონატები დღემდე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ყუთებშია მოთავსებული და რეალურად სპორტის მუზეუმი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. სამინისტროს მიზანია, რომ ქართული სპორტის ბრწყინვალე გამარჯვებების ამსახველი თასები, მედლები თუ სხვა ექსპონატები იყოს არა ყუთებში, არამედ სპორტის გულშემატკივარს და თავად სპორტსმენებსაც ხელი მიუწვდებოდეთ მათზე.

 


თეა წულუკიანის თქმით, დაწყებულია მუშაობა იმისთვის, რომ სპორტის მუზეუმს ჰქონდეს შესაფერისი საგამოფენო დარბაზი და ამ პროცესს სამინისტროსთან ერთად დღეიდან სახელოვანი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე უხელმძღვანელებს.

 


შეგახსენებთ, ნინო სალუქვაძე გახლავთ ერთადერთი ქალი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელმაც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. ის იყო საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ტოკიოში ახლახანს დასრულებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედიასაშუალებების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

 


თეა წულუკიანის განცხადებით, ნინო სალუქვაძე გახლავთ ქართული სპორტის ლეგენდა, ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის გამარჯვების ფასი და ის ქართული სპორტის საგანძურს ყველაზე კარგად მოუფრთხილდება.

 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 19 აპრილის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი არის სწორედ სპორტის მუზეუმი.

 


ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის მმართველი ორგანო გახდა ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა 4-კაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი უწევს, თუმცა ზემოხსენებული 4 მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი