ნინო ჯანგირაშვილი - მეგობრებო, საერთოდ არ გვინდა სასამართლო, ლინჩის წესი შემოვიღოთ
06-11-2015, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„რუსთავი-2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებას ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ეხმაურება.

 


„ბრეივიკს ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, „რუსთავი-2“-ს წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება“ - ეს განცხადება ჯანგირაშვილმა გადაცემა“სხვა შუადღის“ ეთერში გააკეთა.

 


„ჩვენ ახლა „რუსთავი-2“-ზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც გუშინ, ერთმა მოსამართლემ გადაგვამხო ყველას. მოსამართლე ურთმელიძემ მოგიწყო სახელმწიფო გადატრიალება, კონსტიტუცია, კანონი - ყველაფერი თავზე დაგვახია. თავიდან თუ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ საქმეში ხელისუფლების ხელი ერია, დღეს, უკვე ეს ეჭვიც აღარ არსებობს. რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს არის კერძო დავა, სამოქალაქო დავა, ამას არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო დავასთან. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სასტიკი ანგარიშსწორება. დღეს, ის ოთხეული იყო ძალიან ცუდი სანახავი და მინდა მივმართო მათ - მეგორებო, დღეს, თქვენ ხართ წითელი კომისრები და ამას თქვენ ვერასოდეს ვერ შეცვლით. ეს ბატონები აცხადებენ, რომ იქნებიან თავისუფლების გარანტია ტელეკომპანიაში. როგორ ხართ ბატონებო, თავისუფლების გარანტია? როდესაც თქვენი ინტერვიუებიდან ჩანს, რომ 2004 წელს თქვენ შეგეშინდათ როდესაც გითხრეს რომ საცვლებისამარა დაგტოვებდნენ, თქვენ ხმა არ ამოიღეთ, გაიპარეთ „რუსთავი-2“-დან და თქვენ დღეს გამოდიხართ თაქვისუფლების გარანტად? მე არ მჯერა თქვენი, მე არ მჯერა თქვენს მიერ მოგებული სასამართლოსი. „რუსთავი-2“ არ დაიკარგება, ტელეკომპანიის თანამშრომლები წავლენ და ახალ არხს გააკეთებენ“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ბადრი
      
რა სასამართლოც ააწყეთ, ის დაგხვდათ წინ!
ეს ეგრეთწოდებული სასამართლო სასამართლო კი არ არის, არამედ კაზინო, ხოლო ეგრეთწოდებული მოსამართლეები კი - კრუპიები!
ქვეყანაზე სიმართლე უნდა მეფობდეს და არა მეფენი!
7 ნოემბერი 2015 05:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი