ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებაზე ისაუბრეს
04-10-2021, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონის უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა თანამშრომლობას სამხედრო განათლების სფეროში და არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

 


აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 


საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მაგისტრალების მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

 


ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობაზე სამმხრივ ფორმატში, რომელიც უნიკალურ რეგიონულ მექანიზმს წარმოადგენს და იძლევა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას, უმაღლესი თანამდებობის პირთა, საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და სხვა უწყებების დონეზე.

 


პრემიერ-მინისტრი მიესალმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმას, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი