რომელიმე ქვეყანაში, სადმე, აი სულ სადმე, კულტურის მინისტრს გაუკეთებია განცხადებები ექსტრადიციაზე, ბრალზე, დაჭერაზე?
ან უთქვამს, ქუთაისი გამოვტაცოთ პოლიციელებსო (ანუ, გადაკრულად, ქურდული გაგების ქუთაისში რაის ყოფილი პოლიციელიო)?
ან მიკროფონი მოუპარავს?
მე გეტყვით - არა. არც სსრკ ყველაზე ყბადაღებულ კულტურის მინისტრ ფურცევას და არც კულტურისა და განათლების პირველ ნარკომ ლუნაჩარსკის.
ამ ქვეყნის ყველაზე უკულტურო, ყველაზე ბოროტი და ზიზღისმფრქვეველი არსება, მანიაკალური მიდრეკილებებით და სრული უცოდინრობით კულტურის ყველა სფეროში, მართავს ქართულ კულტურას. მართავს რა, ქვეყნის მთავარი ცენზორია.
კულტურის ყველა სფეროს მოღვაწეებს რაც შეეხებათ, რომლებიც ამას ეგუებიან და პროტესტი არ უჩნდებათ, წითელი ინტელიგენციაა მიუხედავად ასაკისა და კულტურის სფეროსი.
ნიკა გვარამია,
"მთავარი არხის" დირექტორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.