აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან.
ჰულუსი აკართან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში თურქეთისგან მიღებულ ექსპერტულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, რამაც თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰულუსი აკარს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების საქმეში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.