კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ამირან ქადეიშვილის გარდაცვალების გამო
06-10-2021, 19:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ამირან ქადეიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

 


ამირან ქადეიშვილი 1953-1985 წლებში იყო ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და თეატრ „ძველი სახლის“ მსახიობი. მან თეატრსა და კინოში არაერთი სახასიათო როლი შექმნა. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული კი „ხირხალას“ როლით დაიმსახურა ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“.

 


მსახიობის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“, ს. დოლიძე, 1970წ.), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973წ.), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე, 1975წ.), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980წ.) და სხვა. მონაწილეობდა ფილმებში: „კავკასიის ტყვე“ (გ. კალატოზიშვილი, 1978წ.), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ ( ყ. მგელაძე, 1980წ.), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ლ. აბაშიძე, 1980წ.), „ჟამი მოქცევის“ (ნ. ომიაძე, 1982წ.) და სხვა.

 

 

ამირან ქადეიშვილს 2018 წელს, ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

 

 

ამირან ქადეიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თეატრისა და კინოს სამყაროსათვის, - აცხადებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი