მოსაზრება - ლავროვთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგი იქცევა როგორც უმწიფარი ბავშვი - გამოდის და აცხადებს: „საქართველო და უკრაინა აუცილებლად იქნებიან ნატოს წევრებიო“, ოღონდო, არ ვიცით როდისო!
07-10-2021, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანმხლებ პირებთან, ერთად ნიუ-იორკში, გაეროს გენერეალური ასამბლეის მსვლელობისას, მივიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საერთოდ რუსეთის დელეგაციის ოთახში (იქვე) და შესთავაზა ლავროვს „ნატო-რუსეთის ფორმატის“ აღდგენა.

 

 

ლავროვის რეაქცია მისთვის ჩვეული იყო: „ნუ გეშინიათ, არ ვაპირებთ ნატოში გაწევრიანებასო და... შესთავაზა სტოლტენბერგს, მოდით გავაფორმოთ წერილობითი დოკუმენტი, რომ რუსეთის და ნატოს ჯარები ერთმანეთისგან მინიმუ 20-30 კმ-ით იქნას დაცილებულიო, რაზეც სტოლტენბერგმა განაცხადა: „ეს შეუძლებელიაო“.

 


მოკლედ, ეს ფორმატი მალე აღდგება! ამას უსაფრთხოების მოტივები განაპირობებს და არა ვინმეს ვინმეს მიმართ სიმპათია/ანტიპათია!

 


ამის შემდეგ, სტოლტენბერგი იქცევა როგორც უმწიფარი ბავშვი - გამოდის და აცხადებს „საქართველო და უკრაინა აუცილებლად იქნებიან ნატოს წევრებიო“, ოღონდო, არ ვიცით როდისო! მ ი ზ ა ნ ი განცხადებისა?!

 


ირიბი ზეწოლა რუსებზე!

 

 

შედეგი ამ განცხადებისა?

 

 

ნული!

 

 

საქმე ისაა, რომ დიდი პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებები არ არის ერთმანეთისთვის სავალდებულო და ყველაფერს განაპირობებს ერთ-ერთის დისპოზიცია! ანუ მთავარი მოთამაშე იქცევა ისე, როგორც მის უსაფრთხოებას შეესაბამება და... მან იცის, რომ კონტრაგენტი მოიქცევა ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ.

 

 

აი, ეს აკავებს სიტუაციას წონასწორობაში და არა ... სტოლტენბერგის არასერიოზული განცხადებები!

 


დროა, ქართველებმა გაიგონ ეს!

 

 

დ ი ს პ ო ზ ი ც ი ა - აი, პასუხი სხვის ქმედებაზე, - ანუ საკუთარი ქმედება საკუთარი შეხედულების ფარგლებში!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი